Thumbnail

'მუდმივად შეურაცხყოფას მაყენებდა... კაცი ხომ არ გინდაო' - თათია ლორთქიფანიძე

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • სპორტსმენი ძალოსნობის ქალთა ნაკრების მწვრთნელს შევიწროვებაში ადანაშაულებს
  • თათია ლორთქიფანიძე ბათუმში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატში არ მონაწილეობს

ბათუმში მიმდინარეობს ევროპის ჩემპიონატი ძალოსნობაში. ტურნირში არ მონაწილეობს ქართველი ძალოსანი თათია ლორთქიფანიძე, რომელიც სანაკრებო განაცხადში ვერ მოხვდა. თათია ძალოსნობის ქალთა ნაკრების მთავარ მწვრთნელ თემურ ჯანჯღავას შევიწროვებაში ადანაშაულებს და კონტინენტის პირველობის მიღმა დარჩენას სწორედ ამ ფაქტორით ხსნის.

თათია ლორთქიფანიძემ, მამასთან, ყოფილ დებუტატ დიმიტრი ლორთქიფანიძესთან და პირად მწვრთნელ გელა მახარაშვილთან ერთად პრესკონფერენცია გამართა და ამ თემაზე ვრცლად ისაუბრა.

📸 ფოტოებიFB.com/lortkipanidze.tatia

დიმიტრი ლორთქიფანიძის თქმით, მისი ქალიშვილის უფლებები ფეხქვეშ გაითელა. შესაბამისად, უნდა აღდგეს ქალი სპორტსნენის შელახული ღირსება. აქვე აღვნიშნოთ, რომ თათია ლორთქიფანიძე 2018 წლის ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია. თვითონ თათიამ ძალოსნობის ქალთა ნაკრების მწვრთნელს ბრალდებები წაუყენა…

“მწვრთნელის მხრიდან მუდმივად იყო შეურაცხმყოფელი ფაქტები. ორსულობაც კი დამაბრალა, რაც ჩემთვის აღმაშფოთებელი იყო. ერთხელ ოთახში შემოვიდა და მითხრა: კაცი ხომ არ გინდაო” - ვუპასუხე რომ ოთახიდან გასულიყო. მასთან მუშაობა შეუძლებელია”. - განაცხადა  თათია ლორთქიფანიძემ.

ევროპის ჩემპიონატის დასრულებამდე, საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის წარმომადგენლები ამ თემაზე კომენტარისგან თავს იკავებენ.

კომენტარები

ბოლო ამბები