Thumbnail

ვერეს ხეობის მეფე - საინტერესო შეჯიბრის მოლოდინში

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • შეჯიბრი ვერეს ხეობაში, ნახშირგორას და ქვემო წყლულეთის მიდამოებში გაიმართება
  • მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველას, ვისაც ენდუროს კლასის მოტოციკლი ჰყავს

ჰასკი პარკი და ენდურო ქლაბ ჯორჯია საინტერესო შეჯიბრის ჩატარებას გეგმავენ. 21 აპრილს, ვერეს ხეობაში, ნახშირგორას და ქვემო წყლულეთის მიდამოებში გაიმართება King of Vere Valley - Hard Enduro Race, ანუ ვერეს ხეობის მეფე. აღსანიშნავია, რომ შეჯიბრში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველას, ვისაც ენდუროს კლასის მოტოციკლი ჰყავს.

შეჯიბრის ორგანიზატირებმა უკვე მოხაზეს სარბოლო ტრეკი, რომლის ფინიში ვიდეოშია ასახული. სწორედ ჩანჩქერზე იქნება საფინიშო არკა. სანამ შეჯიბრი დაიწყება, ღონისძიების ორგანიზატორმა გიორგი ოთიაშვილმა სწორედ ფინიშზე ივარჯიშა და საინტერესო ვიდეო გამოაქვეყნა.  

ჩანჩქერების სეზონიც გავხსენით 😄

Posted by Go Ti on ოთხშაბათი, 10 აპრილი, 2019

კომენტარები

ბოლო ამბები