Thumbnail

თბილისის დინამო არაბთა გაერთიანებული საამიროების ლიგაში ითამაშებს

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • ქართული გუნდი ჩემპიონატში 2019-2020 წლების სეზონიდან ჩაერთვება
  • გუნდი ძირითადად საქართველოს ნაკრების ჰოკეისტებით დაკომპლექტდება

გადაწყვეტილია, რომ ჰოკეის ქართული გუნდი არაბთა გაერთიანებული საამიროების ლიგაში (EHL) იასპარეზებს. ცნობილია, რომ გუნდის სახელი თბილისის დინამო იქნება!

ქართული გუნდი ჩემპიონატში 2019-2020 წლების სეზონიდან ჩაერთვება. შესაბამის ხელშეკრულებას ხელი გაერთიანებულ საამიროებში მოეწერა. აღნიშნული ლიგა ამიერიდან გარდაიქმნება და მასში მონაწილეობას სხვადასხვა ქვეყნის ჰოკეის კლუბები მიიღებენ. 

ახლადშექმნილი გუნდი ძირითადად საქართველოს ნაკრების ჰოკეისტებით დაკომპლექტდება, გუნდის მთავარი მწვრთნელი კი როლანდ სვანიძე იქნება. აღსანიშნავია, რომ სვანიძე საქართველოს ნაკრების მწვრთნელი და ამავდროულად, თბილისის დინამოს პრეზიდენტია. სწორედ მან და EHL-ის პრეზიდენტმა, ვლადიმირ ბუდრუნმა მოაწერეს ხელი ხელშეკრულებას.

კომენტარები

ბოლო ამბები