Thumbnail

ლაშა ბექაური V ილიას ილიადისი - სპარინგი ოლიმპიურ ჩემპიონთან

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • 18 წლის ლაშა ბექაური ანტალიაში ემზადება
  • ილიას ილიადისმა ბექაურთან ვარჯიშის ვიდეო სოციალურ ქსელში გაავრცელა

ოლიმპიური და მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი ილიას ილიადისი, იგივე ჯარჯი ზვიადაური, აქტიურად ვარჯიშობს. ის ახლა თურქეთში იმყოფება და მზადებას ანტალიაში გადის. 32 წლის ძიუდოისტმა ინსტაგრამ სთორიში რამდენიმე ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, თუ როგორ ვარჯიშობს ის 18 წლის ქართველ ძიუდოისტთან, ლაშა ბექაურთან ერთად.

ბექაური ქართული ძიუდოს ერთ-ერთი ამომავალი ვარსკვლავია. მან უკვე მოახერხა კადეტებში 2017 წელს 73 კილოგრამში მსოფლიოს ჩემპიონობის მოგება და ზუსტად ერთ წელში უკვე 90 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში ახალგაზრდებს შორის მსოფლიოს ჩემპიონობა იზეიმა. ბექაურმა 2018 წელს უკვე მიიღო ერთ ტურნირზე მონაწილეობა. უსტერში გამართულ ევროპის თასზე ის ოქროს მედალს დაეუფლა, ლაშამ ფინალში ქართველ ძიუდოისტს, იმედა გოგოლაძეს მოუგო.

ლაშა ბექაური V ილიას ილიადისი • ბექაურის სპარინგი ოლიმპიურ ჩემპიონთან

Posted by სპორტმიამბე • Sportmiambe on ოთხშაბათი, 10 აპრილი, 2019

ილიადისთან გადაღებული ფოტო სოციალურ ქსელში დარია ბილოდიდმაც გამოაქვეყნა. მსოფლიოს უკრაინელი ჩემპიონი წლის სხვა ტურნირებისთვის ანტალიაში ემზადება და ილიადისსაც სწორედ იქ შეხვდა. აღსანიშნავია, რომ დარიას 38 შეხვედრა წაგებული არ ჰქონდა და თბილისის გრან პრის ფინალში დამარცხდა.

კომენტარები

ბოლო ამბები