Thumbnail

გენო პეტრიაშვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა - საქართველოს ნაკრებს ოქრო დააკლდა

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • ბუქარესტში დასრულდა ევროპის ჩემპიონატი თავისუფალ ჭიდაობაში
  • საქართველოს ნაკრების აქტივში 6 მედალია: 2 ვერცხლი და 4 ბრინჯაო

რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში დასრულდა ევროპის ჩემპიონატი თავისუფალ ჭიდაობაში. მძიმე წონის ფინალში გენო პეტრიაშვილი თურქ ტაჰა აკგულს დაუპირისპირდა და სამწუხაროდ, 0:7 დამარცხდა. 

გენო პეტრიაშვილის მარცხი ტაჰა აკგულთან

გენო პეტრიაშვილის მარცხი ტაჰა აკგულთან

Posted by Silk Sport on ოთხშაბათი, 10 აპრილი, 2019

ფინალური ორთაბრძოლა დაძაბული გამოდგა, თუმცა მთლიანობაში, თურქი მოჭიდავე აკონტროლებდა ვითარებას. აღსანიშნავია, რომ გენო პეტრიაშვილს ჩემპიონატის წინ ტრავმა აწუხებდა და რუმინეთში იდეალურ ფორმაში არ გაემგზავრა. 

დღეს, ბექა ლომთაძემ ვერცხლის მედალი მოიპოვა, ავთანდილ კენჭაძე და ირაკლი მწითური კი ბრინჯაოს მედლებს დაეუფლნენ. შედეგად, საქართველოს ნაკრების აქტივში 6 მედალია: 2 ვერცხლი და 4 ბრინჯაო. ევროპის ჩემპიონატში ბერნძულ-რომაული სტილით მოჭიდავეები ჩაერთვებიან.

კომენტარები

ბოლო ამბები