Thumbnail

ევროპის ჩემპიონატი | დრამატული ორთაბრძოლა და ირაკლი მწითურის ბრინჯაო

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • ბუქარესტში მიმდინარეობს ევროპის ჩემპიონატი ჭიდაობაში
  • ქართული გუნდის აქტივში 4 ბრინჯაოს და 1 ვერცხლის მედალია

ბუქარესტში მიმდინარეობს ევროპის ჩემპიონატი ჭიდაობაში. თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ტურნირი იწურება, საქართველოს ნაკრების აქტივში კი 5 მედალია. ბოლო მედალი ირაკლი მწითურმა მოიპოვა, რომელმაც 92 კილოგრამ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედალი მოიგო.

ირაკლი მწითური გადამწყვეტ ორთაბრძოლაში რუს კურბანოვს დაუპირისპირდა. დაძაბული პაექრობის დასრულებამდე რამდენიმე წამი იყო დარჩენილი, როდესაც რუსი 3:1-ს იგებდა და თითქოს მედალი განაღდებული ჰქონდა, თუმცა ბოლო მომენტში ქართველმა ფალავანმა შესანიშნავად იმოქმედა, ორი აიღო და მოიგო კიდეც დაპირისპირება. შედეგად, სწორედ მწითური დაეუფლა ბრინჯაოს მედალს.

ქართული გუნდის აქტივში 4 ბრინჯაოს და 1 ვერცხლის მედალია.

კომენტარები

ბოლო ამბები