Thumbnail

ევროპის ჩემპიონატი | ავთანდილ კენჭაძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • ბუქარესტში თავისუფალი სტილით მოჭიდავეების დასკვნითი დღე მიმდინარეობს
  • ქართული გუნდის აქტივში ოთხი მედალია: სამი ბრინჯაო და ერთი ვერცხლი 

ბუქარესტში ევროპის ჩემპიონატზე თავისუფალი სტილით მოჭიდავეების დასკვნითი დღე მიმდინარეობს. 61 კილოგრამ წონით კატეგორიაში ბექა ლომთაძემ ფინალში იასპარეზა და სამწუხაროდ. ვერცხლის მედალს დასჯერდა.

74 კილოგრამ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში ავთანდილ კენჭაძემ ბრწყინვალედ იჭიდავა და უკრაინელი მიხაილოვი დიდი უპირატესობით, 12:1 დაამარცხა.

შედეგად, ავთანდილ კენჭაძემ ნაკრებს მეოთხე მედალი მოუტანა. ქართული გუნდის აქტივში სამი ბრინჯაოს და ერთი ვერცხლის მედალია. აღსანიშნავია, რომ ორი მედალი ძმებ კენჭაძეებზე მოდის, რადგან ავთოს მსგავსად, ბრინჯაო ნიკა კენჭაძემაც მოიპოვა.

ავთანდილ კენჭაძემ უკრაინელ მეტოქეს მოუგო 12:1 მოუგო

ავთანდილ კენჭაძემ უკრაინელ მეტოქეს მოუგო და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა თამაზ გოგიბედაშვილი: ვულოცავ რაჭას, რაჭველებს და საქართველოს

Posted by Silk Sport on ოთხშაბათი, 10 აპრილი, 2019

კომენტარები

ბოლო ამბები