Thumbnail

ევროპის ჩემპიონატი | ბექა ლომთაძის დასანანი მარცხი და ვერცხლის მედალი

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • თავისუფალი სტილით მოჭიდავეების დასკვნითი დღე ბუქარესტში
  • ქართველ მოჭიდავეებს კიდევ სამი მედლის მოპოვების შანსი აქვთ

ბუქარესტში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე თავისუფალი სტილით მოჭიდავეების დასკვნითი დღე მიმდინარეობს. ბოლო დღე განსაკუთრებულად საინტერესოა ჭიდაობის ქართველი მოყვარულებისთვის: ავთო კენჭაძე და ირაკლი მწითური ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებენ, გენო პეტრიაშვილი ოქროს მედლის მოპოვებას შეეცდება, პირველი მედალი კი ბექა ლომთაძემ აიღო.

61 კილოგრამ წონით კატეგორიაში ბექა ლომთაძე ფინალში გავიდა, სადაც სომეხ მეტოქეს, არსენ არუთუნიანს დაუპირისპირდა და სამწუხაროდ დამარცხდა, 11:17. არადა, ბექა ძალიან ახლოს იყო გამარჯვებასთან, რადგან 8:0-ს იგებდა და კიდევ 2 ქულის აღების შემთხვევში, ჩემპიონი ხდებოდა. თუმცა, შემდეგ სომეხმა მოიპოვა უპირატესობა, აღმოფხვრა ფორა და წინაც გავიდა. იყო საკამათო ეპიზოდიც, როდესაც შეეძლო მსაჯს ქართველისთვის მიეცა ქულები, თუმცა სომეხს მიანიჭა.

ბექა ლომთაძე V არსენ არუთინიანი - ყველაზე სანახაობრივი ფინალი

ბექა ლომთაძე V არსენ არუთინიანი - ყველაზე სანახაობრივი ფინალი ბექა ევროპის ვიცე-ჩემპიონია

Posted by Silk Sport on ოთხშაბათი, 10 აპრილი, 2019

ბექა ლომთაძემ ვერცხლის მედალი მოიპოვა. შედეგად, საქართველოს ნაკრების აქტივში ორი ბრინჯაოს და ერთი ვერცხლის მედალია.

კომენტარები

ბოლო ამბები