Thumbnail
  • კვიპროსული წყარო ამტკიცებს, რომ ნავალოვსკის ტრანსფერი ჩაიშალა
  • ქეცბაია კაჭარავას შანსს მისცემს?

Goal.com.cy-ის ინფორმაციით, შესაძლოა, გიორგი ნავალოვსკის ტრანსფერი კვიპროსულ ანორთოსისში არ შედგეს. შეგახსენებთ, რომ კვიპროსული მედიის ინფორმაციით, თემურ ქეცბაია თავის ყოფილ კლუბს 2-წლიან კონტრაქტზე შეუთანხმდა, ის მუშაობას ზაფხულიდან დაიწყებს, თუმცა გუნდის დაკომპლექტება უკვე დაიწყო. 

თავად ქართველი სპეციალისტი საჯაროდ უარყოფს ამას - "სიმართლე ის არის, რომ არ ვიცი, მივდივარ თუ არა ანორთოსისში, ჯერ არ გადამიწყვეტია", უთხრა Goal.com.cy-ის თემურმა.
წყარო ნავალოვსკის ტრანსფერზე შემდეგს წერს: "როგორც ჩანს, ნავალოვსკის ტრანსფერი ანორთოსისში არ შედგება. არადა, თითქოს, ფეხბურთელსა და კლუბს შორის უკვე მიღწეული იყო შეთანხმება. საქართველოს ნაკრების მოთამაშის მოთხოვნები იმაზე მეტი აღმოჩნდა, ვიდრე კლუბში ვარაუდობდნენ".

წყარო ამტკიცებს, რომ ქეცბაიას კლუბის ხელმძღვანელობის სრული ნდობა აქვს, ტრანსფერების გაჩარხვაში. შესაძლოა, ქეცბაიამ 6 ან მეტი ახალი ფეხბურთელი მიიყვანოს გუნდში, თუმცა იმასაც წერენ, რომ ქეცბაია ძალიან ფრთხილობს და თითოეულ კანდიდატურას სიღრმისეულად აფასებს.

რაც შეეხება, თორნიკე ოქრიაშვილის ტრანსფერს, ბოლო ცნობებით, ის უფრო რეალური ჩანს. კვიპროსულ მედიაში დაიწერა გიორგი ლორიაზეც. შეგახსენებთ, რომ კლუბში ირიცხებიან ნიკა კაჭარავა და ბექა მიქელთაძე. კაჭარავას შემთხვევაში, მართალია კლუბის ხელმძღვანელობა უკმაყოფილოა ქართველი ფორვარდის სეზონით, მაგრამ ქეცბაიას იმედი აქვს, რომ ახალ სეზონში ის სულ სხვანაირად ათამაშდება - წერს Goal.com.cy.

კომენტარები

ბოლო ამბები