Thumbnail

'არც კი ვიცი, როგორ მოვახერხე ეს' - 11-დან 11 მოგება, ტოჩინოშინი ფორმაშია 

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ტოჩინოშინმა მიტაკეუმი და ასანოიამა დაამარცხა
  • იაპონური სუსხი და ტოჩინოშინის კომენტარი
დღევანდელ ჯუნგიოზე

იაპონიაში გრძელდება სუმოს საგაზაფხულო ტური (ჯუნგიო). სუმოს "ქარავანი" ამჯერად, ტოკიოს პრეფექტურის ქალაქ ჰოჩიოჯის მიადგა.

სხვებთან ერთად, საჩვენებელ ორთაბრძოლებში ექსოძეკი ტოჩინოშინი (ლევან გორგაძე) მონაწილეობდა. 

ქართველმა სუმოისტმა 4 საჩვენებელი ბრძოლა გამართა მიტაკეუმის წინააღმდეგ და 7 ასანოიამას წინააღმდეგ. ტოჩინოშინი კმაყოფილია: "კარგ ფორმაში ვარ. არც კი ვიცი, როგორ მოვახერხე ეს - ჩვეულებრივად ვვარჯიშობ. ასე სწრაფ პროგრესს არ ველოდი", - განაცხადა მან ჟურნალისტებთან.

ტოჩინოშინი იაპონურ ამინდზე

ტოკიოში საკმაოდ ცივა, რაც ამ დროისთვის უცნაურია. იაპონელი ჟურნალისტები წერენ, რომ თავად ტოჩინოშინსაც კი უკვირს ეს, არადა, ის საქართველოში სიცივეს მიჩვეულიაო: "ცოტა საკვირველია, უკვე აპრილია და ასე ცივა. ერთხელ საქართველოში 6 მაისს თოვდა. ამ დღეს გიორგობაა და ამიტომ მახსოვს ასე კარგად. სეზონები საქართველოში და იაპონიაში დაახლოებით ერთნაირია", - უთხრა nikkansports.com-ს ქართველმა სუმოისტმა. 

მეტი ამ თემაზე

ტოჩინოშინი თოვლში 

კომენტარები

ბოლო ამბები