Thumbnail

ლეგენდა მიდის! ემოციური ვიდეო დუეინ ვეიდის მონაწილეობით

  • კალათბურთის სამყარო დუეინ ვეიდს ემშვიდობება
  • 'ბუდვაიზერმა' 'ფლეშს' ემოციური ვიდეო მიუძღვნა

NBA და მთელი საკალათბურთო სამყარო დუეინ ვეიდს ემშვიდობება. ლეგენდარული “ფლეშისთვის” უკანასკნელის სეზონიც მთავრდება და რეგულარულის ბოლო დღეებში ის ყურადღების ცენტრშია დირკ ნოვიცკისთან ერთად, რომელიც ასევე ამთავრებს კარიერას (გერმანელმა ეს ოფიციალურად გუშინ დაადასტურა).

წაიკითხემისი რწმენა უფრო ძლიერია, ვიდრე ჩვენი ეჭვები - დუეინ ვეიდის 15 წელი

ლუდსახარშ კომპანია “ბუდვაიზერში” გადაწყვიტეს, ვეიდის მიმართ პატივისცემა გამოეხატათ და მას ძალიან ემოციური ვიდეო მიუძღვნეს. 4-წუთიან ვიდეოში, რომელზეც სააგენტო VaynerMedia-მ იმუშავა, ვეიდს 5 ადამიანი სტუმრობს. “ფლეშისთვის” ზოგი ახლობელია, ზოგს კი - საერთოდ არ იცნობს. კარიერის ბოლო მატჩებში უეიდს სპორტსმენები მაისურებს უცვლიდნენ, ამ ადამიანებს კი ამის საშუალება არ აქვთ. ვიდეოში მათ ვეიდისთვის მიაქვთ ტანსაცმელი, რომელთანაც განსაკუთრებული ემოციები აკავშირებთ.

37 წლის დუეინ ვეიდი კალათბურთიდან ღირსეულად მიდის. მართალია, ფორმის პიკზე აღარ არის, მაგრამ ეს სეზონიც ისე ჩაატარა, რომ ეჭვი არავის ეპარება: 1-2 სეზონს კიდევ ითამაშებდა. შეგახსენებთ, რომ ბრწყინვალე კარიერაში “ფლეში” მაიამი ჰიტის, ჩიკაგო ბულსისა და კლივლენდ კავალიერსის ღირსებაც იცავდა. ის NBA-ს სამგზის ჩემპიონია (2006, 2012, 2013) და 13-ჯერ იყო ოლ სტარზე.

 

კომენტარები

ბოლო ამბები