Thumbnail

ძალოსნობა | ლომია თებიძის მეორე ადგილი C ჯგუფში

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • ბათუმში გრძელდება ევროპის ჩემპიონატი ძალოსნობაში
  • 17 წლის ქართველმა ძალოსანმა 6-დან 5 ცდა გამოიყენა

ბათუმში გრძელდება ევროპის ჩემპიონატი ძალოსნობაში. 10 აპრილს, ფიცარნაგზე მხოლოდ ერთი ქართველი სპორტსმენი, ლომია თებიძე გავიდა. 17 წლის ქართველმა ძალოსანმა C ჯგუფის 81 კილოგრამ წონით კატეგორიაში იასპარეზა და ორჭიდის ჯამში 307კილოგრამი დაძლია. შედეგად, ლომიამ C ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა.

ლომია თებიშემ 5 ცდა გამოიყენა. ქართველმა ძალოსანმა ატაცში ჯერ 130 კილოგრამი ასწია, შემდეგ 134 და ბოლოს 137 კილო დაძლია. აკვრაში ახალგაზრდა ძალოსანმა ჯერ 163 კილოგრამი ასწია, შემდეგ 170 კილო დაძლია და ბოლოს, 179 კილოს ვეღარ მოერია. 

მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებს სამი მედალი აქვს აღებული. შოთა მიშველიძის აქტივში ოქროა, გოგა ჩხეიძემ კი ვერცხლის და ბრინჯაოს მედლები მოიპოვა. 

ატაცი

🏋‍♂ ლომია თებიძე
130 კილოგრამი ✅
134 კილოგრამი ✅
137 კილოგრამი ✅

ლომია თებიძე

აკვრა

🏋‍♂ ლომია თებიძე
163 კილოგრამი ✅
170 კილოგრამი ✅
179 კილოგრამი ❌

კომენტარები

ბოლო ამბები