Thumbnail

ჩავის დუბლი არველაძის გუნდთან - ესპანელმა ჯარიმა გაიტანა

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ფახთაქორი 2:2 ალ სადი
  • არველაძის გუნდს ჩავიმ დუბლი შეუსრულა

აზიის ჩემპიონთა ლიგის მე-3 ტურში შოთა არველაძის ფახთაქორმა ჩავი ერნანდესის ალ სადის უმასპინძლა, შეხვედრა ფრედ 2:2 დასრულდა. სტუმართა მხრიდან ორივე გოლი ჩავიმ გაიტანა. ესპანელმა ფეხბურთელმა მე-8 და მე-16 წუთებზე შეძლო გოლების გატანა.

ფახთაქორი მატჩს ორჯერ აგებდა, თუმცა მე-9 წუთზე ხოჯიაკბარ ალიონოვმა გაათანაბრა, ხოლო მეორედ წონასწორობა სერბმა დრაგან სერანმა აღადგინა.

შოთას გუნდს 5 ქულა აქვს და ჯგუფის ლიდერია. ჩავის ალ სადი მეორე ადგილს იკავებს. არველაძის გუნდი მომდევნო მატჩს აზიის ჩემპიონთა ლიგაზე 22 აპრილს, ალ სადის წინააღმდეგ სტუმრად გამართავს.

კომენტარები

ბოლო ამბები