Thumbnail

კენჭაძემ და ოდიკაძემ ბრინჯაოს მედლები მოიგეს - კიდევ 4 მედლის შანსი

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ნიკა კენჭაძის პირველი მედალი ევროპის ჩემპიონატზე
  • ელიზბარ ოდიკაძემ ევროპის ჩემპიონატზე მე-5 მედალი მოიგო

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე პირველი მედალი ნიკა კენჭაძემ მოუტანა, რომელმაც ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში ბელორუსი ანდრეი კარპაჩი 7:1 დაამარცხა და უფროსებში, ევროპის ჩემპიონატზე, პირველი მედალი მოიპოვა. კენჭაძემ ბრძოლა აქტიურად დაიწყო, მეტოქეს ჯერ ორი ქულა აართვა, რის შემდეგაც კი ულამაზესი 4-ქულიანი გდება შეასრულა და მეტოქეს 7:1 აჯობა.

ნიკა კენჭაძის სადებიუტო მედალი ევროპის ჩემპიონატზე

ნიკა კენჭაძის სადებიუტო მედალი ევროპის ჩემპიონატზე ნიკამ ბელორუსი კარპაჩი 7:1 დაამარცხა

Posted by Silk Sport on სამშაბათი, 09 აპრილი, 2019

ელიზბარ ოდიკაძემ (97კგ) საქართველოს მეორე ბრინჯაოს მედალი მოუტანა. მან მოლდოველ მეტოქეს ბრძოლის მეორე წუთზე 2 ქულა აუღო, რის შემდეგაც კიდევ ერთი ქულა მოიპოვა, 3:0 მოიგო და ევროპის ჩემპიონატებზე მე-5 მედალი მოიპოვა.

ელიზბარ ოდიკაძის მე-5 მედალი ევროპის ჩემპიონატზე

ელიზბარ ოდიკაძის მე-5 მედალი ევროპის ჩემპიონატზე

Posted by Silk Sport on სამშაბათი, 09 აპრილი, 2019

ხვალინდელ საჭიდაო დღეს ხალიჩაზე ოქროს მედლისთვის ბექა ლომთაძე და გენო პეტრიაშვილი იბრძოლებენ. ბრინჯაოს მედლის მოპოვების შანსი კი ავთო კენჭაძესა და ირაკლი მწითურს აქვთ.

კომენტარები

ბოლო ამბები