Thumbnail

ტოჩინოშინის რევანში - ქართველმა ახალი ოძეკი ხელში აიტაცა და დოჰიოდან გაიყვანა

  • ტოჩინოშინი და გაგამარუ მაისის ბაშოსთვის ემზადებიან
  • ტოჩინოშინმა ახალი ოძეკი ტაკაკეიშო დაამარცხა
გაგამარუ და ტოჩინოშინი ჯუნგიოზე

იაპონიაში 29 აპრილის ჩათვლით სუმოს საგაზაფხულო ტური (ჯუნგიო) იმართება, რომელშიც ქართველი სუმოისტები ლევან გორგაძე (ტოჩინოშინი) და თეიმურაზ ჯუღელი (გაგამარუ) მონაწილეობენ. 

მიეს პრეფექტურის ქალაქ ცუში ტოჩინოშინმა 13 საჩვენებელი ორთაბრძოლა გამართა, აქედან 12 მოიგო. ის მხოლოდ ორ სუმოისტს დაუპირისპირდა შოდაის და ასანოიამას. "დღეს მე ჩვეულებრივზე მეტად დავიტვირთე და ტკივილს საერთოდ არ ვგრძნობ", - უთხრა გახარებულმა ტოჩინოშინმა ჟურნალისტებს.

ტოჩინოშინს დღის ბოლოს ტაკაკეიშოსთან მოუწია დაპირისპირება. შეგახსენებთ, რომ მარტის ბაშოს ბოლო დღეს სწორედ ტაკაკეიშოსთან მარცხმა დააკარგვინა მას ოძეკის ტიტული. ახლა ახალი ოძეკი ტაკაკეიშოა. 

საჩვენებელ ორთაბრძოლაში ქართველმა "რევანში" აიღო, როცა მეტოქე ხელში აიტაცა და დოჰიოდან ისე გაიყვანა - ტოჩინოშინმა ცურიდაშის ილეთით მოიგო.

ტოჩინოშინი V ტაკაკეიშო 

10 აპრილიდან სუმოს ქარავანი ტოკიოს პრეფექტურაში გადაინაცვლებს, ჯუნგიოს ქალაქი ჰაჩიოჯი მასპინძლობს. გაზაფხულის ჯუნგიოს დასრულების შემდეგ, 30 აპრილს ახალი რეიტინგი გამოქვეყნდება, რომელშიც ტოჩინოშინი სეკივაკეს რანგში დაქვეითდება. მაისის ბაშო (12-26) ტოკიოში გაიმართება და თუ ქართველი სუმოისტი 15-დან 10 ორთაბრძოლას მოიგებს, ის ოძეკის ტიტულს დაიბრუნებს. 

საჩვენებელ ბრძოლებს მიეში 3.7 ათასი ადამიანი დაესწრო

კომენტარები

ბოლო ამბები