Thumbnail

25 წლის ამერიკელი ალპინისტის საოცარი რეკორდი პატაგონიაში

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • ფიც როის დაპყრობა დაზღვევის გარეშე
  • 'ჯიმის ამ მარშრუტზე დამიჯერეთ კიდეც დიდხანს ისაუბრებენ'

25 წლის ამერიკელმა მთამსვლელმა - ჯიმ რეინოლდსმა პატაგონიაში თავისი 3 თვიანი მოგზაურობა ფიც როის (3,405) სარეკორდო სოლო დალაშქვრით დაასრულა. აქამდე რეკორდი 2017 წელს ბრედ გობრაითს ჰქონდა დამყარებული.

რეინოლდსმა ფიც როი ყველანაირი დაზღვევის გარეშე დალაშქრა - პირველი ბანაკის წერტილს 6 საათსა და 38 წუთში მიაღწია, ხოლო მწვერვალის კენწერო 15 საათსა და 30 წუთში დაიპყრო! ფიც როის 1,600 მეტრიანი კედელი, რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე გრძელია.

ფიც როი 🗻 3,405

პატაგონიის სამთო ექსპერტმა როლანდო გარბიომ განაცხადა, რომ ეს ასვლა მთამსვლელთა წრეში კიდევ დიდხანს ემახსოვრებათ "გასაოცარია, არ მჯერა რომ მან ეს შეძლო. ჯიმის ამ ასვლაზე კიდევ დიდხანს ისაუბრებენ."

მთა ბრიტანელი მეტეოროლოგის და მეზღვაურის რობეტ ფიცროის სახელს ატარებს, რომელმაც სახელი ჩარლზ დარვინის ცნობილი 'ბიგლის' ექსპედიციის კაპიტნობით გაითქვა. ასევე, მის სახელს ტიერა დელ ფუეგოს და სამხრეთის კონუსის სხვა ცნობილ ვოიაჟები უკავშირდება.

"Noticias de ayer, extra, extra, noticias de ayer, buenos atracos, perfectos atentados" Jim Reynolds @chimney_jim y su...

Posted by Patagonia Vertical on პარასკევი, 05 აპრილი, 2019

კომენტარები

ბოლო ამბები