Thumbnail

მარცხი 48 ქულით - საქართველომ სამხრეთ აფრიკასთან წააგო

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • სამხრეთ აფრიკა (U20) 58:10 საქართველო (U20)
  • უმცროსი ბორჯღალოსნებმა სამხრეთ აფრიკასთან მხოლოდ საჯარიმო ლელო დაიმსახურეს

საქართველოს 20-წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა სამხრეთაფრიკელ თანატოლებთან სამხრეთაფრიკული ტურნეს, საერთაშორისო მოსამზადებელი სერიის პირველი მატჩი 48 ქულით, 58:10 დათმო.

ილია მაისურაძის გუნდმა ერთადერთი ლელო მე-19 წუთზე მოიპოვა, როდესაც მსაჯმა მეტოქე ნაკრები დააჯარიმა და საქართველოს საჯარიმო ლელო ჩაუთვალა.

საქართველო და სამხრეთ აფრიკა ერთმანეთს წელს კიდევ ერთხელ, უკვე მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე შეხვდებიან.  წინ საერთაშორის მოსამზადებელი სერიის კიდევ ორი მატჩია:

საქართველო v არგენტინა 🇦🇷 | 13/4, 17:15

საქართველო v ნამიბია XV 🇳🇦 | 17/4, 16:15

კომენტარები

ბოლო ამბები