Thumbnail

'9 აპრილი გვახსოვს' - ქართველმა ძალოსნებმა დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • ბათუმში ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატი გრძელდება
  • დღეს ორმა ქართველმა იასპარეზა: მაკა ვეფხვაძემ და არჩილ მალაყმაძემ
  • ქართველ ძალოსნებს 9 აპრილთან დაკავშირებით სამგლოვიარო სამკლავური ეკეთათ

ბათუმში მიმდინარე ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატზე, 9 აპრილს ფიცარნაგზე ორი ქართველი გამოვიდა: მაკა ვეფხვაძე (C ჯგუფი, 64 კგ.) და არჩილ მალაყმაძე (73 კგ. B კატეგორია). აღსანიშნავია, რომ დღეს ქართველმა ძალოსნებმა 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, შავი სამკლავურები გაიკეთეს, რომელზეც ეწერა: “9 აპრილი გვახსოვს”.

მაკა ვეფხვაძემ ატაცში და აკვრაში, შესაბამისი წონების (65, 69, 73 და 85, 89, 92) დაძლევით ექვსივე ცდა წარმატებით გამოიყენა და ორჭიდის ჯამში 165 კილოგრამი დააგროვა. როგორც საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაცია იუწყება, მაკამ მწვრთნელთა ყველა დავალება ზედმიწევნით შეასრულა.

ატაცი

🏋‍♂ მაკა ვეფხვაძე
65 კილოგრამი ✅
69 კილოგრამი ✅
73 კილოგრამი ✅

აკვრა

🏋‍♂ მაკა ვეფხვაძე
85 კილოგრამი ✅
89 კილოგრამი ✅
92 კილოგრამი ✅

არჩილ მალაყმაძემ ატაცში სამივე ცდა წარმატებით გამოიყენა: იოლად დაძლია 133, 138 და 141 კილოგრამ წონითი კატეგორიები. აკვრაში 160 და 167 ასწია, ხოლო 171 კილოგრამს ვეღარ მოერია. შედეგად, ახალგაზრდა ძალოსანმა B ჯგუფში ასპარეზობა ორჭიდის ჯამში დაგროვილი 308 კილოგრამით დაასრულა (141 ატაცი და 167 აკვრა). მალაყმაძე რუმინელ დუმიტრაშუს ორჭიდის ჯამში 1 კილოგრამით ჩამორჩა და B ჯგუფი მეორე ადგილზე დაასრულა.

ატაცი

🏋‍♂ არჩილ მალაყმაძე
133 კილოგრამი ✅
138 კილოგრამი ✅
141 კილოგრამი ✅

აკვრა

🏋‍♂ არჩილ მალაყმაძე
160 კილოგრამი ✅
167 კილოგრამი ✅
171 კილოგრამი ❌

კომენტარები

ბოლო ამბები