Thumbnail

ევროპის ჩემპიონატი | პეტრიაშვილი, მწითური და ლომთაძე ნახევარფინალში

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • ბუქარესტში მიმდინარეობს ევროპის ჩემპიონატი ჭიდაობაში
  • 9 აპრილს, სამი ქართველი ფალავანი გავიდა ნახევარფინალში

9 აპრილს, რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე საქმეში თავისუფალი სტილით მოჭიდავეები კიდევ 5 წონით კატეგორიაში ჩაერთვნენ. საქართველოს ნაკრების სახელით ტატამზე მსოფლიო და ევროპის ვიცე-ჩემპიონი ბექა ლომთაძე (61 კგ), მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი ავთანდილ კენჭაძე (74 კგ), მსოფლიოს და ევროპის პრიზიორი სანდრო ამინაშვილი (86 კგ), ირაკლი მწითური (92 კგ) და მსოფლიოს 2-გზის ჩემპიონი, ოლიმპიური პრიზიორი გენო პეტრიაშვილი (125 კგ) გავიდნენ.

გენო პეტრიაშვილი, ირაკლი მწითური და ბექა ლომთაძე ნახევარფინალში გავიდნენ და აგრძელებენ ბრძოლას ოქროს მედლისთვის. 1/4-ფინალში მწითურმა მასპინძელი რეკორვანი 7:0 დაამარცხა, ლომთაძემ მაკედონიელ მეტოქეს 10:0 სძლია, ხოლო პეტრიაშვილმა პოლონელ მოჭიდავეს 10:2 მოუგო. ავთანდილ კენჭაძე ფრანგ ხაჯიევთან დამარცხდა და ბრინჯაოს მოპოვების შანსს ინარჩუნებს.

გენო პეტრიაშვილის გამარჯვება 1/4-ფინალში

გენო პეტრიაშვილმა (125 კგ) პოლონელ ბარანს 10-2 სძლია

გენო პეტრიაშვილმა (125 კგ) პოლონელ ბარანს 10-2 სძლია და ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში უკრაინელ ხოციანოვსკის შეხვდება ავთო კენჭაძემ (74 კგ) დათმო მეოთხედფინალური შეხვედრა საფრაგეთის წარმომადგენელ ჰაჯიევთან 3-5. ნახევარფინალები 18:15 საათიდან სილკ უნივერსალის პირდაპირ ეთერში.

Posted by GeoWrestling - საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია on სამშაბათი, 09 აპრილი, 2019

ირაკლი მწითურის გამარჯვება 1/4-ფინალში

ირაკლი მწითურმა (92 კგ) რუმინელი რეკორეანი 7-0 დაამარცხა

ირაკლი მწითურმა (92 კგ) რუმინელი რეკორეანი 7-0 დაამარცხა და ევროპირველობს ნახევარფინალში გავიდა

Posted by GeoWrestling - საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია on სამშაბათი, 09 აპრილი, 2019

ბექა ლომთაძის გამარჯვება 1/4-ფინალში

ბექა ლომთაძემ (61 კგ) 10-0 გაანადგურა მაკედონიელი სეიფულაუ

ბექა ლომთაძემ (61 კგ) 10-0 გაანადგურა მაკედონიელი სეიფულაუ და ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდა.

Posted by GeoWrestling - საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია on სამშაბათი, 09 აპრილი, 2019

კომენტარები

ბოლო ამბები