Thumbnail

საგოლე პასი ლეგიასთან და პირველი სიმბოლური - გვილია ექსტრაკლასამ აღიარა

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • 28-ე ტურში გაბედავა, 29-ში გვილია
  • ქართველს ლეგიასთან ბრწყინვალე თამაში დაუფასდა

ზაბჟეს გურნიკის ნახევარმცველი ვაკო გვილია პირველად მოხვდა პოლონეთის ექსტრაკლასას ტურის სიმბოლურში. მართალია, ლეგიასთან მისი გუნდი შინ 1:2 დამარცხდა, მაგრამ ქართველი ლეგიონერი გამორჩეული იყო და მან საგოლე პასიც მიითვალა. 

24 წლის გვილია გურნიკში ლუცერნიდან იჯარით იმყოფება, მან 9 მატჩში 1 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი გააკეთა. ზაბჟეს გურნიკი 28 ქულით მე-14 ადგილზეა. რეგულარული სეზონის ბოლო ტურში გურნიკი შლიონკს ესტუმრება. ამის შემდეგ პოლონეთში 8 გუნდი ჩემპიონობისთვის გააგრძელებს ბრძოლას, მეორე 8 კი დარჩენისთვის. გვილიას გუნდი მეორე ჯგუფში ითამაშებს. ქართველთა გუნდებიდან საჩემპიონო ჯგუფში მოხვედრის შანსი მხოლოდ ვატო არველაძის კორონას აქვს, ისიც მცირე. 

შეგახსენებთ, რომ ექსტრაკლასას წინა, 28-ე ტურში სიმბოლურში სხვა ქართველი, გიორგი გაბედავა მოხვდა.  

ექსტრაკლასა. 29-ე ტურის სიმბოლური  

 

კომენტარები

ბოლო ამბები