Thumbnail

IJF-ს რეიტინგი | მაისურაძისა და მატიაშვილის წინსვლა რეიტინგში

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ლუკა მაისურაძემ 23 პოზიციით წინ გადაინაცვლა
  • ლევან მატიაშვილსა და გიორგი პაპუნაშვილს ვერცხლის მედლები დაუფასდათ

ანტალიის გრან პრის დასრულების შემდეგ, ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ მსოფლიოს რეიტინგი განაახლა. საქართველოს ნაკრებმა ამ ტურნირზე გუნდური პირველი ადგილი დაიკავა. ოქროს მედალს კი ლუკა მაისურაძე დაეუფლა, რომელმაც ფინალში იტალიელი კრისტიან პარლატი დაამარცხა.

ლუკამ რეიტინგში 23 პოზიციით წინ გადაინაცვლა და ახლა უკვე 29-ე ადგილზეა. ქართველმა ძიუდოისტმა 2019 წელს ორი მედლის მოგება შეძლო: ეკატერინბურგის გრანდ სლემზე ბრინჯაოს მედლის, ხოლო ანტალიის გრან პრიზე ოქროსი.

ავთანდილ ჭრიკიშვილი (90კგ) 6 ადგილით დაწინაურდა და რეიტინგში 39-ე ადგილზეა. გიორგი პაპუნაშვილმა (90კგ) ზედიზედ მეორე ვერცხლის მედლის შემდეგ 44-ე ადგილიდან 33-ე ადგილზე გადაინაცვლა.

ავთანდილ ჭრიკიშვილმა კუკოლი საოცარი იპონით დაამარცხა 🇬🇪💥

Posted by სპორტმიამბე • Sportmiambe on კვირა, 07 აპრილი, 2019

რეიტინგში დაწინაურდა ლევან მატიაშვილიც, რომელმაც 7 პოზიციით წინ წაიწია და 1846 ქულით 23-ე ადგილზეა. მატიაშვილმა თბილისის გრან პრიზე ოქროს მედალი მოიგო, ხოლო ანტალიაში ფინალი როი მეიერთან დათმო.

საერთო რეიტინგის ათეულს რაც შეეხება, აქ ორი ქართველი ძიუდოისტია: ვარლამ ლიპარტელიანი 7477 ქულით ლიდერია, გურამ თუშიშვილი მე-3 ადგილზეა 6907 ქულით.

ანტალიის გრან პრის შემდეგ გამოქვეყნებული რეიტინგით ისარგებლებენ ევროპის თამაშების კვალიფიკაციისთვის, მაგრამ არა განთესვისთვის. 

კომენტარები

ბოლო ამბები