Thumbnail

ჯეიმს ჰარდენი სეზონის MVP-ია - ლიგის მოთამაშეებმა რჩეულები დაასახელეს

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ჰიუსტონის შემტევი მცველი სეზონის ყველაზე სასარგებლო მოთამაშედ აღიარეს
  • გამოკითხვაში დასახელებულ 7 რჩეულს შორის გოლდენ სტეიტიდან არავინაა

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის წარმომადგენლებმა ჰიუსტონ როკეტსის შემტევი მცველი ჯეიმს ჰარდენი სეზონის ყველაზე სასარგებლო მოთამაშედ დაასახელეს. The Athletic-ის გამოკითხვაში მონაწილეობა 122-მა სპორტსმენმა მიიღო, 29 წლის კალათბურთელს კი მხარი გამოკითხულთა 44,3%-მა დაუჭირა. 

მიმდინარე რეგულარულ ჩემპიონატში ჯეიმს ჰარდენმა 77 მატჩი ჩაატარა, საშუალოდ თამაშში მისი სტატისტიკა კი 36,1 ქულა, 7,6 პასი და 6,6 მოხსნაა. ის NBA-ს კვირის მოთაშედ ოთხჯერ დასახელდა, დეკემბერსა და იანვარში კი თვის მოთამაშედაც აღიარეს.

მეტი ამ თემაზე: რატომ ვერ აჩერებენ ჯეიმს ჰარდენს? ლიგის საუკეთესო შემტევის თამაში

საინტერესოა, რომ სეზონის MVP-ის გამოსავლენ გამოკითხვაში შვიდ საუკეთესოს შორის, მოქმედი ჩემპიონისა და დასავლეთ კონფერენციის გამარჯვებულის, გოლდენ სტეიტ უორიორსის ვერცერთი მოთამაშე მოხვდა. 

38,9%-მა უპირატესობა იანის ანტეტოკუნმპოს (მილუიკი) მიანიჭა, სამეულში კი 12,7%-ით მოხვდა ოკლაჰომას ფორვარდი პოლ ჯორჯი. ფილადელფიას ცენტრი ჯოელ ემბიიდი მეოთხეა (1,7%), თითო პროცენტი კი კაირი ირვინგს (ბოსტონი), კავაი ლეონარდსა (ტორონტო) და დემიენ ლილარდს (პორტლენდი) ერგოთ. 

ამ სეზონში ჰიუსტონ როკეტსმა სამხრეთ-დასავლეთი დივიზიონი უკვე მოიგო, დასავლეთ კონფერენციაში კი მესამე ადგილს იკავებს და დაწინაურების შანსს ფლობს. რეგულარულ ჩემპიონატს გუნდი 10 აპრილს, ოკლაჰომასთან გასვლითი მატჩით დაასრულებს.

გამოკითხვა

ვინ გახდება წლის მოთამაშე [MVP]?

  • იანის ანტეტოკუნმპო
  • ჯეიმს ჰარდენი
  • პოლ ჯორჯი
  • სტეფ კარი
  • ჯოელ ემბიდი
  • კევინ დურანტი
  • რასელ ვესტბრუკი
  • სხვა მოთამაშე

კომენტარები

ბოლო ამბები