Thumbnail

პრემიერლიგის TOP 10 ინდივიდუალური გოლი: ქინქლაძე, ანრი, ბეილი...

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • პრემიერლიგის ფეისბუქმა TOP 10 ინდივიდუალური გოლი გაიხსენა
  • ათეულში გიორგი ქინქლაძის გოლი მოხვდა

პრემიერლიგის ფეისბუქის გვერდზე გამორჩეული ინდივიდუალური გოლების ვიდეო გამოქვეყნდა, სადაც გიორგი ქინქლაძის გოლიც მოხვდა.

ქინქლაძემ ეფექტური გოლი საუთჰემპტონს გაუტანა. ქართველმა შეტევა დაიწყო, რამდენიმე ფეხბურთელს გასცდა და იერიში გოლით დაასრულა.

1996 წლის 16 მარტს გიორგი ქინქლაძემ საუთჰემპტონს ისეთი გოლი გაუტანა, რომელსაც სიტის გულშემატკივრები დღემდე ვერ ივიწყებენ.

BBC-ის გადაცემაში 'დღის მატჩი' ქინქლაძის შედევრი თვის საუკეთესო გოლად აღიარეს, ხოლო იმავე გადაცემამ, პრემიერლიგის სეზონის გოლების შეჯამებისას, ქინქლაძეს მეორე ადგილი არგუნა. გიორგი მანჩესტერული კლუბის ღირსებას 1995 წლიდან 1998 წლამდე იცავდა.

ქინქლაძის გარდა, ათეულში ისეთი ცნობილი ფეხბურთელები მოხვდნენ, როგორებიც არიან: ტიერი ანრი, ედენ აზარი, ჰატემ ბენ არფა, გარეთ ბეილი, რუუდ ვან ნისტელროი, დიმიტრი პაიე და სხვები.

Solo Stunners

We ♥ Individual brilliance...

Posted by Premier League on ორშაბათი, 08 აპრილი, 2019

კომენტარები

ბოლო ამბები