Thumbnail

'ტონგელების მეფე ქართველების ღმერთთან' - რას წერენ გორგოძეზე

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ტულონი 25:10 ტულუზი
  • მალაკაი ფეკიტოას პოსტი მამუკა გოროგძეზე და მორაგბეთა კომენტარები

TOP 14-ის 21-ე ტურში მამუკა გორგოძის ტულონმა ტულუზს უმასპინძლა და მეტოქეს 15 ქულით, 25:10 მოუგო. მატჩის დასრულების შემდეგ, ტულონის მორაგბემ მალაკაი ფეკიტოამ მამუკა გოროგძესთან გადაღებული ფოტო ინსტაგრამზე შემდეგი წარწერით გამოაქვეყნა: 'საქართველოს ლეგენდა.' პოსტს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ფოტო 16 ათასზე მეტმა ადამიანმა მოიწონა, პოსტის კომენტარები კი სასიამოვნო წასაკითხია.

სემი რადრადრა (ტულონის ყოფილი მორაგბე, თამაშობს ბორდოში): 🔥🔥🔥😍😍😍

მეთ გიტო: (ტულონის ყოფილი მორაგბე, თამაშობს სანტორიში): ტონგელების მეფე ქართველების ღმერთთან.

ერთ-ერთი ქომაგის კომენტარი: მამუკა, შენ ნამდვილი ლეგენდა ხარ მსოფლიოსთვის. მე სინგაპურიდან ვარ და გორგოძილას დიდი ქომაგი ვარ.

მამუკა გორგოძემ ფეკიტოას ასე უპასუხა: რა პატივია, შენ საუკეთესო ხარ.

View this post on Instagram

Legend of Georgia 🇬🇪

A post shared by Malakai Fekitoa (@malakaifekitoa) on

კომენტარები

ბოლო ამბები