Thumbnail

ძალოსნობა | საქართველომ გაასამა - გოგა ჩხეიძის ვერცხლი და ბრინჯაო

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ბათუმში გრძელდება ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატი
  • გოგა ჩხეიძე ატაცში მე-4 ადგილზე გავიდა
  • ქართველმა აკვრაში ვერცხლის მედალი მოიპოვა
  • გოგამ ორჭიდში ბრინჯაოს მედალი აიღო

ბათუმში ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე 67 კგ წონით კატეგორიაში საქართველოს სახელით გოგა ჩხეიძე გამოვიდა.

ატაცში ქართველმა ძალოსანმა 132 კილოგრამით დაიწყო, ეს იყო წარმატებული ცდა. შემდეგ გოგამ 136 კილო დაძლია. ბოლო ცდაზე ჩხეიძემ 139 კილო შეუკვეთა და 23 წლამდელ ძალოსანთა ევროპის რეკორდი დაამყარა. 

გოგა ჩხეიძემ ატაცში სამივე ცდა გამოიყენა

მიუხედავად ამისა, ეს მხოლოდ მე-4 ადგილისთვის აღმოჩნდა საკმარისი. მცირე ოქროს მედალი ატაცში თურქმა დანიარ ისმაილოვმა გაიმარჯვა 147 კილოგრამით, მეორე ადგილზე სიმონ ბრანდჰუბერი (გერმანია) გავიდა - 146, მესამეზე კი იტალიელი მირკო ძანინი 142 კილოთი. 

ატაცი

🏋‍♂ გოგა ჩხეიძე
132 კილოგრამი ✅
136 კილოგრამი ✅
139 კილოგრამი ✅

გოგა აკვრაში უკეთ ასპარეზობს, რაც ამ ჩემპიონატზეც დაამტკიცა, მან წარმატებით დაძლია ჯერ 165 კილო, შემდეგ - 169 (23-წლამდელებში რეკორდი), თუმცა 173 კილო ვეღარ დაძლია. ამის მიუხედავად, გოგამ აკვრაში ვერცხლის მედალი დაისაკუთრა, მას მხოლოდ ფრანგმა ბერნარდენ მატამმა აჯობა 175 კილოგრამით, მესამე ადგილზე 165 კილოთი გერმანელი სიმონ ბრანდჰუბერი გავიდა.

აკვრა

🏋‍♂ გოგა ჩხეიძე
165 კილოგრამი ✅
169 კილოგრამი ✅
173 კილოგრამი ❌

ორჭიდის ჯამში გოგამ 308 კილოგრამი დაძლია, რაც საკმარისი აღმოჩნდა ბრინჯაოს მედლის მოსაპოვებლად. მეორე ადგილზე ბრანდჰუბერია 311 კილოგრამით, ევროპის ჩემპიონი კი ფრანგი მატამი გახდა 312 კილოგრამით.

ევროპის ჩემპიონი ბერნარდენ მატამი

შეგახსენებთ, რომ აქამდე საქართველოს 1 მცირე ოქრო ჰქონდა მოპოვებული, ეს შოთა მიშველიძემ შეძლო. 

კომენტარები

ბოლო ამბები