Thumbnail

სიმეონემ შემტევი უნდა მოძებნოს - ატლეტიკოს ვარიანტი იტალიიდან

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • სეზონის დასრულების შემდეგ, მადრიდის ატლეტიკოდან ერთ-ერთი წამყვანი შემტევი წავა
  • დიეგო სიმეონეს მთავარი სამიზნე მაურო იკარდი იქნება

ესპანური გამოცემების ინფორმაციით, სეზონის დასრულების შემდეგ, მადრიდის ატლეტიკოს ერთ-ერთი წამყვანი შემტევი დატოვებს. ესპანელები დიეგო კოშტასა და ანტუან გრიზმანის გუნდიდან წასვლას ვარაუდობენ. შესაბამისად, დიეგო სიმეონეს ახალი შემტევის მოყვანაზე ფიქრი მოუწევს. არგენტინელი მწვრთნელის ერთ-ერთ მთავარ სამიზნედ მაურო იკარდის ასახელებენ.

იკარდის ინტერთან ურთიერთობა გაუფუჭდა. გულშემატკივრებსაც მაუროს მიერ გატანილი გოლი აღარ უხარიათ, რის გამოც გამორიცხული არაა, რომ ატლეტიკოს ეს ტრანსფერი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისთანავე გამოუვიდეს. ანტუან გრიზმანს კატალონიის ბარსელონას უკავშირებენ, ხოლო დიეგო კოშტა შესაძლოა ჩინეთის ჩემპიონატში ვიხილოთ.

არგენტინელის კონტრაქტში გამოსასყიდ თანხად 110 მილიონი ევროა მითითებული. მაურომ ინტერის მაისურით ამ სეზონში 22 მატჩი ითამაშა და 10 გოლის გატანა მოახერხა.

კომენტარები

ბოლო ამბები