Thumbnail

ტიტულის დასაცავად რუსეთში - 18-წლამდელების შემადგენლობა ცნობილია

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • 18-წლამდე ბორჯღალოსნების პირველი მეტოქე ევროპის ჩემპიონატზე გერმანიაა
  • დავით ჩავლეიშვილს რუსეთში 26 მორაგბე მიჰყავს

უმცროსი ბორჯღალოსნების სამწვრთნელო შტაბმა ის 26 მორაგბე დაასახელა, რომლებიც 10 აპრილს კალინინგრადში ევროპის ჩემპიონის ტიტულის დასაცავად გაემგზავრებიან. გუნდმა 5-დღიანი დასკვნითი შეკრება მარტყოფის სარაგბო ბაზაზე გაიარა, სადაც 36 მორაგბე იყო შესული და მათგან 26 შეირჩა. ევროპის ჩემპიონატზე 13 მორკინალი და 13 ხაზის მოთამაშე მიდის. 

ყველაზე მეტი, 9 მოთამაშე ლელო-სარასენსიდანაა, 7 მორაგბითაა წარმოდგენილი ხვამლი, 4-ით არმაზი, ორ-ორი მორაგბეა აიადან და არმიადან, ხოლო თითო-თითო წიქარადან და ლოკომოტივიდან.

18-წლამდე 'ბორჯღალოსნებს' ტიტულის დაცვა მოუწევთ. მათ შარშან ფინალში საფრანგეთს 8:3 მოუგეს და ზედიზედ ოთხი ფინალის შემდეგ, პირველად დაეუფლნენ ევროპის ჩემპიონის ტიტულს.

საქართველოს ნაკრების პირველი მეტოქე გერმანია იქნება, ხოლო ნახევარფინალში უმცროსი ბორჯღალოსნები რუსეთსა და რუმინეთს შორის გამარჯვებულს შეხვდებიან.

ევროპის ჩემპიონატზე მიდიან

შერკინება: დათო აბდუშელიშვილი (ლელო), ნუგზარ სომხიშვილი  (არმია), ლუკა პეტრიაშვილი (ხვამლი), საბა ხონელიძე (აია), ალექსანდრე ქუნთელია (ლელო), ირაკლი მჭედლიძე (ლელო), ლუკა ჩქარეული (ლელო), ტატო გვიმრაძე (ხვამლი), ლუკა მაჭარაშვილი (არმაზი), რობი ნერსეზაშვილი (ლელო), ლუკა ივანიშვილი (წიქარა), თორნიკე ზაქარიაძე (ლელო), გიორგი ქობალია (ლელო);

ხაზი: ლუკა მატკავა (არმაზი), ფრიდონ წიკლაური  (ხვამლი), გივი ცინცაძე (არმაზი), გიორგი ყუფარაძე (ლოკომოტივი), ბესო თაყნიაშვილი (ხვამლი), ლუკა ხეხელაშვილი (ლელო), ზაურ ლუტიძე (ხვამლი), ლევან ქუშაშვილი (ლელო), თემურ კოხოძე (აია), ლაშა კაკაურიძე (ხვამლი), ლევან ბრაგვაძე (არმაზი), დათო ნინიაშვილი (ხვამლი), დაჩი პაპუნაშვილი (არმია). 

მთავარი მწვრთნელი: დავით ჩავლეიშვილი

კომენტარები

ბოლო ამბები