Thumbnail

2 ბრინჯაოს შანსი - მედლებისთვის ოდიკაძე და კენჭაძე იბრძოლებენ

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ბრინჯაოს მედლის შანსი ელიზბარ ოდიკაძეს
  • ქართველმა მოჭიდავემ ნახევარფინალი დათმო

ბუქარესტში თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა შორის ევროპის ჩემპიონატი დაიწყო, სადაც ქართველი მოჭიდავეებიც მონაწილეობენ. 9 აპრილს ელიზბარ ოდიკაძე ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს. მან ნახევარფინალური ბრძოლა ბელორუს ალექსანდრ ჰუშტინთან 2:1 დათმო. ოდიკაძეს ნახევარფინალამდე პოლონელი ბარანი (9:5), ბულგარელ ჩტერევი (7:1) და თურქი იაშარლი (2:0) ჰყავდა დამარცხებული.

ელიზბარ ოდიკაძემ ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალი წააგო

ელიზბარ ოდიკაძემ ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალი წააგო

Posted by Silk Sport on ორშაბათი, 08 აპრილი, 2019

სამწუხაროდ, ოთარ გოგავამ(57კგ), ზურაბ იაკობიშვილმა (70კგ) ბრინჯაოს მედლისთვის დამამშვიდებელი ეტაპიდან ბრძოლას ვერ გააგრძელბენ, რადგანაც მათი დამმარცხებელი მოჭიდავეები ფინალში ვერ გავიდნენ. რაც შეეხება ნიკა კენჭაძეს (79კგ), ის აზერბაიჯანელ ჰასანოვთან მძიმე ბრძოლაში 6:7 დამარცხდა, მაგრამ ჰასანოვი ფინალში გავიდა და ნიკა ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლას გააგრძელებს.

ნიკა კენჭაძეს (79 კგ) სულ მცირე დააკლდა გამოცდილი აზერბაიჯანელის ჰასანოვის დასამარცხებლად

ნიკა კენჭაძეს (79 კგ) სულ მცირე დააკლდა გამოცდილი აზერბაიჯანელის ჯაბრაილ ჰასანოვის დასამარცხებლად, ქართველმა ფალავანმა მინიმალური ანგარიშით 6-7 ბოლო წამებზე დათმო შეხვედრა. სამწუხაროდ ზურაბ იაკობიშვილმა (70 კგ) მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონ პოლონეთის სახელით მოასპარეზე გაჯიევთან დათმო შეხვედრა რომელსაც პირველივე წრეში შეხვდა. ჰასანოვის და გაჯიევის ფინალში გასვლის შემთხვევაში ქართველი ფალავნები ბრინჯაოს მედლებისათვის გააგძელებენ ბრძოლას.

Posted by GeoWrestling - საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია on ორშაბათი, 08 აპრილი, 2019

კომენტარები

ბოლო ამბები