Thumbnail

ხინჩეგაშვილი უმედლოდ დარჩა - ცუდი სტარტი ევროპის ჩემპიონატზე

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • პირველ დღეს, ხუთი ქართველი ფალავანი გავიდა ხალიჩაზე
  • სამწუხაროდ, საქართველოს ნაკრების ლიდერები დამარცხდნენ

რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში მიმდინარეობს ევროპის ჩემპიონატი ჭიდაობაში. პირველ დღეს, თავისუფალი სტილით მოჭიდავეები გავიდნენ ხალიჩაზე და მათ შორის 5 ქართველი ფალავანი: ოთარ გოგავა (57 კგ), ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (65 კგ), ზურაბ იაკობიშვილი (70 კგ), ნიკა კენჭაძე (79 კგ) და ელიზბარ ოდიკაძე (97 კგ).

ელიზბარ ოდიკაძე ერთადერთი ქართველი მოჭიდავეა, რომელიც ოქროს მედლის მოპოვების შანსს ინარჩუნებს. ოდიკაძემ პოლონელი, ბულგარელი და თურქი მეტოქეები დაამარცხა და ნახევაფინალში გავიდა, სადაც ბელარუს ალექსანდრ ჰუშტინს შეხვდება. ნახევარფინალები 19:00 საათიდან დაიწყება.

ელიზბარ ოდიკაძის გამარჯვება მეოთხედფინალში

მოულოდნელად, საკვალიფიკაციო ეტაპზე დამარცხდა ზურაბ იაკობიშვილი. ქართველი ფალავანი პოლონეთის სახელით მოასპარეზე გაჯიევს შეხვდა და 0:7 წააგო. 

სამწუხაროდ, 65 კგ. წონით კატეგორიაში ლადო ხინჩეგაშვილმა მეორე ორთაბრძოლა წააგო და მედლისთვის ბრძოლას ისიც გამოეთიშა. საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი გამოკვეთილი ლიდერი რუს ნაჩინ კუულართან დამარცხდა.

იქამდე, ხინჩეგაშვილი სლოვაკ ჩომანიჩს დაუპირისპირდა და განსაკუთრებული პრობლემების გარეშე, 10:0 დაამარცხა მეტოქე.

ლადო ხინჩეგაშვილის გამარჯვება სლოვაკ მეტოქესთან

კომენტარები

ბოლო ამბები