Thumbnail

NBA | 10 000 მოხსნა დაცვაში! დირკ ნოვიცკის კიდევ ერთი გრანდიოზული მიღწევა

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • სეზონის და, დიდი ალბათობით, კარიერის ბოლოს, დირკ ნოვიცკიმ ისტორიული მოხსნა გააკეთა
  • გერმანელს დაცვაში 10 000 მოხსნა დაუგროვდა
  • NBA-ს ისტორიაში ეს მეხუთე შედეგია

NBA-ს სტატისტიკოსები ითვლიან ყველაფერს, რისი დათვლაც შესაძლებელია და ლეგენდარული გერმანელი დირკ ნოვიცკი არაერთ ასეთ სტატისტიკაშია მოწინავე პოზიციაზე. დალასის ვარსკვლავი, რომლისთვისაც ეს სეზონი, დიდი ალბათობით, უკანასკნელია, დაცვაში მოხსნების ყველა დროის საუკეთესო ხუთეულში შევიდა.

სეზონისა და, სავარაუდოდ, კარიერის ერთ-ერთ უკანასკნელ მატჩში, 40 წლის გერმანელმა დაცვაში მე-10000 მოხსნა გააკეთა და NBA-ს ისტორიაში გახდა მეხუთე კალათბურთელი, რომელმაც ეს ზღვარი გადალახა. მემფისთან 129:127 მოგებულ შეხვედრაში ნოვიცკიმ სულ 5 მოხსნა გააკეთა (ხუთივე დაცვაში) და ჯამში უკვე 10 004 მოხსნა აქვს. მასზე წინ მხოლოდ კევინ გარნეტი (11 453 მოხსნა დაცვაში), კარლ მელოუნი (11 406), ტიმ დანკანი (11 232) და რობერტ პერიში (10 117) არიან.

📺 ვიდეო: მემფისი 127:129 დალასი (მიმოხილვა)

კომენტარები

ბოლო ამბები