Thumbnail

ძალოსნობა | არის პირველი ოქრო! შოთა მიშველიძე აკვრაში ევროპის ჩემპიონია!

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ბათუმში ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს
  • დღეს ორმა ქართველმა სპორტსმენმა იასპარეზა
  • შოთა მიშველიძე აკვრაში ევროპის ჩემპიონი გახდა

ბათუმის სპორტის სასახლეში მიმდინარე ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატზე დღეს ორი ქართველი ჩაერთო. 61 კილოგრამი წონითი კატეგორიის „ა“ ჯგუფში, რამინ შამილიშვილმა და ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა და მსოფლიოს ჩემპიონატის პრიზიორმა შოთა მიშველიძემ იასპარეზეს.

ატაცი

🏋‍♂ რამინ შამილიშვილი
121 კილოგრამი ✅
124 კილოგრამი ❌
124 კილოგრამი ✅

რამინ შამილიშვილმა ატაცში 121 და 124 კილოგრამი აწია

🏋‍♂ შოთა მიშველიძე
125 კილოგრამი ✅
129 კილოგრამი ❌
129 კილოგრამი ❌

შოთა მიშველიძემ ატაცში მე-4 ადგილი დაიკავა, რამინ შამილიშვილი კი მე-6 ადგილზე გავიდა. პირველი ადგილი ბელარუსმა ჰენაძ ლაპცეუმ დაიკავა (126, 130, 133), მეორე და მესამე ადგილებზე კი თურქი სპორტსმენები, ბუნიამირ სეზერი (129, 132) და ფერდი ჰარდალი (124, 127) გავიდნენ.

შოთა მიშველიძეს ტრავმის გამო ატაცში გაუჭირდა სრული პოტენციალის გამოვლენა

აკვრა

🏋‍♂ რამინ შამილიშვილი
144 კილოგრამი ✅
149 კილოგრამი ✅
152 კილოგრამი ✅

რამინ შამილიშვილმა აკვრაში სამივე მცდელობა წარმატებით დაასრულა

🏋‍♂ შოთა მიშველიძე
147 კილოგრამი ❌
149 კილოგრამი ✅
156 კილოგრამი ✅

შოთა მიშველიძემ აკვრაში ოქროს მედალი მოიპოვა

აკვრაში ქართველმა სპორტსმენებმა შესანიშნავად იასპარეზეს! შოთა მიშველიძეს პირველი ცდა არ გამოუვიდა (147 კგ), სამაგიეროდ, მეორე და მესამე ცდაზე მაქსიმალურად მოინდომა და ჯერ 149, შემდეგ კი 156 კილოგრამი აწია, რაც საუკეთესო შედეგი იყო! შედეგად, მიშველიძე აკვრაში ევროპის ჩემპიონი გახდა! რაც შეეხება შამილიშვილს, ის 144, 149 და 152 კილოგრამს გაუმკლავდა და აკვრაში მე-5 ადგილი დაიკავა.

სამწუხაროდ, მიშველიძე ორჭიდში მედლის გარეშე დარჩა (281 კგ, მე-4 ადგილი). აღსანიშნავია, რომ მას ტრავმა აწუხებს, რის გამოც სრული პოტენციალის გამოვლენა გაუჭირდა. ორჭიდში ოქროს მედალს ბელარუსი ლაპცეუ დაეუფლა.

კომენტარები

ბოლო ამბები