Thumbnail

ანტალიის გრან პრი | ლევან მატიაშვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • ქართველი ძიუდოისტი ფინალში ჰოლანდიელ მეტოქეს დაუპირისპირდა და დამარცხდა
  • საქართველოს ნაკრებმა ტურნირზე 1 ოქროს, 2 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

ანტალიის გრან პრის დასკვნით დღეს ავთანდილ ჭრიკიშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, გიორგი პაპუნაშვილმა ვერცხლი, ბოლოს კი ტატამზე მძიმე წონის ფინალურ ორთაბრძოლაში ლევან მატიაშვილი გავიდა.

სამწუხაროდ, ოქროს მედალს ვერც მატიაშვილი შესწვდა და ვერცხლს დასჯერდა. ლევანი ფინალში ჰოლანდიელ როი მეიერს დაუპირისპირდა. დაძაბული ოთაბრძოლა დამატებით დროში გადავიდა, იქ კი ოქროს ქულა ჰოლანდიელმა აიღო და ოქროს მედალი მოიპოვა. ამრიგად, საქართველოს ნაკრებმა ანტალიის გრან პრიზე 1 ოქროს, 2 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

კომენტარები

ბოლო ამბები