Thumbnail

ანტალიის გრან პრი | პაპუნაშვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა, ჭრიკიშვილმა ბრინჯაო

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • ერთი ვერცხლი და ერთი ბრინჯაო ქართული გუნდის აქტივში
  • ლევან მატიაშვილი მძიმე წონაში ოქროს მედლის მოპოვებას შეეცდება

ანტალიის გრან პრის დასკვნით დღეს 6 ქართველი ძიუდოისტი გავიდა ტატამზე და აქედან 3 მოხვდა ფინალურ სტადიაზე. ლევან მატიაშვილმა და გიორგი პაპუნაშვილმა ფინალის საგზური მოიპოვეს, თუმცა იქამდე ბრინჯაოს მედლისთვის ავთანდილ ჭრიკიშვილმა იჭიდავა. ქართველი ძიუდოისტი ალექსანდერ კუკოლს დაუპირისპირდა და ბრწყინვალე იპონით დაამარცხა მეტოქე. შედეგად, ჭრიკიშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ავთანდილ ჭრიკიშვილის იპონი

ავთანდილ ჭრიკიშვილმა კუკოლი საოცარი იპონით დაამარცხა 🇬🇪💥

Posted by სპორტმიამბე • Sportmiambe on კვირა, 07 აპრილი, 2019

ამავე წონითი კატეგორიის ფინალში გიორგი პაპუნაშვილი თურქ მიქაილ ოზერლერს დაუპირისპირდა და უმძიმეს ბრძოლაში დამარცხდა. ძირითად დროში ილეთი ვერ შესრულდა, დამატებით დროში კი ოზერლერმა იპონით დაამარცხა პაპუნაშვილი. ქართველი ძიუდოისტი ვერცხლის მედალს დასჯერდა.

კომენტარები

ბოლო ამბები