Thumbnail

2 ოქროს შანსი თურქეთში - მატიაშვილი და პაპუნაშვილი ფინალში

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • 90-კილოგრამამდე წონით კატეგორიაში 2 მედლის მოგების შანსი
  • ანტალიის გრან პრის მესამე დღეს ტატამიზე 6 ქართველი ძიუდოისტი გავიდა

ანტალიის გრან პრის მე-3 დღეს თურქეთში 6 ქართველი გავიდა ტატამიზე, საიდანაც სამი მედლისთვის ბრძოლას აგრძელებს, ხოლო სამმა პირველივე ბრძოლა დათმო. ზაურ კენჭაძემ (100კგ), გიორგი ქავთარაძემ (+100კგ), სოფიო სომხიშვილმა (+78კგ) პირველივე შეხვედრები წააგეს.

ავთანდილ ჭრიკიშვილი (90კგ) ნახევარფინალამდე უპრობლემოდ მივიდა, თუმცა იქ მიქაელ ოზერლერთან წააგო და ბრიჯაოს მედლისთვის იჭიდავებს, სადაც მისი მეტოქე სერბი ალექსანდრ კუკოლი იქნება. ამავე წონაში ოქროს მედლისთვის გიორგი პაპუნაშვილი იბრძოლებს, რომელმაც ნახევარფინალში ებრაელ იტაი გოლანს მოუგო და ფინალში სწორედ ჭრიკიშვილის მომგებ ოზერლერს შეხვდება.

თბილისი გრან პრის მოგების შემდეგ, ლევან მატიაშვილმა თურქეთშიც საოცრად იჭიდავა და ფინალში გავიდა, სადაც ჰოლანდიელ როი მეიერს შეხვდება.

მატიაშვილის იპონი დავიდ მოურასთან📺

Heavyweight Ippon!

All 137.5 kilograms of David MOURA (BRA) goes for a ride on Georgian Airlines courtesy of Tbilisi Grand Prix winner Levani MATIASHVILI. Watch #JudoAntalya2019 at live.ijf.org

Posted by IJF - International Judo Federation on კვირა, 07 აპრილი, 2019

კომენტარები

ბოლო ამბები