Thumbnail

მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის გარშემო დიდი კითხვის ნიშნებია

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • 48 გუნდი 2022 წლის მუნდიალზე?
  • ფიფას ასე უნდა, მაგრამ ჯერ არაფერია გადაწყვეტილი
  • ყატართან ერთად, ომანის და ქუვეითის ვარიანტები განიხილება

ბოლო დროს არაერთხელ გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დიდი შანსია, მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატზე 48-მა გუნდმა იასპარეზოს. ფიფას სწორედ ასეთი მიზანი აქვს, რაც პრეზიდენტმა ჯანი ინფანტინომ ბევრჯერ დაადასტურა. მუნდიალის საორგანიზაციო კომიტეტის შეფი ნასერ ალ-ხატერი აცხადებს, რომ ჯერ არაფერი გადაწყვეტილა და, საერთოდაც, ტურნირის გარშემო ბევრი კითხვის ნიშანია.

“სტატუს კვო ის არის, რომ მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატზე 32 გუნდი იასპარეზებს - ზუსტად ისე, როგორც აქამდე ხდებოდა. სხვა დანარჩენი მხოლოდ სპეკულაციებია და მეტი არაფერი,” - განაცხადა ალ-ხატერმა საინფორმაციო სააგენტო AFP-სთან ინტერვიუში.

ფიფას პრეზიდენტი ჯანი ინფანტინო

როგორც იცით, მუნდიალზე გუნდების რაოდენობის 32-დან 48-მდე გაზრდა 2026 წლისთვის იგეგმებოდა, მაგრამ ფიფას პრეზიდენტმა ჯანი ინფანტინომ ამ ნაბიჯის გადადგმა უფრო ადრე, 2022 წლის მუნდიალზე მოისურვა. მან არაერთხელ თქვა, რომ ეს არა მხოლოდ რეალური, არამედ გარდაუვალიცაა. ცნობილია, რომ საბოლოო გადაწყვეტილება ფიფამ პარიზში დაგეგმილ კონგრესზე უნდა მიიღოს, რომელიც ივნისის დასაწყისში გაიმართება.

იმისათვის, რომ ყატარის მუნდიალზე გუნდების რაოდენობა 48-მდე გაიზარდოს, სხვა ქვეყნისთვის მასპინძლობის მინიჭებაც ხდება აუცილებელი. ალ-ხატერმა კუალა ლუმბურის კონგრესზე დაადასტურა, რომ ასეთ შემთხვევაში, ომანი და ქუვეითი განიხილებიან. ალ-ხატერის თქმით, არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან თანამშრომლობა არ განიხილება.

კომენტარები

ბოლო ამბები