Thumbnail

ბარსელონამ ატლეტიკო დაამარცხა! სუარესის და მესის ლამაზი გოლები

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ბარსელონა 2:0 ატლეტიკო
  • 1:0 სუარესი (85), 2:0 მესი (86)

ლა ლიგის 31-ე ტურის მატჩში ბარსელონამ ატლეტიკოს უმასპინძლა და 2:0 მოუგო. კატალონიელებმა ჩემპიონობისკენ დიდი ნაბიჯი გადადგეს. გუნდებს შორის სხვაობა 11 ქულამდე გაიზარდა, რაც ბარსელონასთვის ძალიან დიდი უპირატესობაა. მატჩის 28-ე წუთზე მსაჯმა მოედნიდან დიეგო კოშტა გააძევა, ათი კაცით დარჩენილმა ატლეტიკომ ბარსელონას დიდხანს გაუძლო, თუმცა ვალვერდეს გუნდმა მაინც მოიგო - სუარესმა და მესიმ ორწუთიან მონაკვეთში ობლაკს ორი გოლი გაუტანეს და მატჩის ბედი გადაწყვიტეს - 2:0.

მატჩის დაწყების წინ პატრიკ კლიუვერტმა ლიონელ მესის ლა ლიგის მარტის თვის საუკეთესო მოთამაშის პრიზი გადასცა.

ბარსელონას 73 ქულა აქვს და ლა ლიგის ლიდერია. ატლეტიკო 62 ქულით მეორე და მადრიდელებს თანაქალაქელი რეალი წამოეწია, რომელსაც უკვე 60 ქულა აქვს.

კომენტარები

ბოლო ამბები