Thumbnail
  • ბაიერნი 5:0 დორტუმდი
  • ლევადოვსკიმ ბუნდესლიგაში 201 გოლი გაიტანა

ბუნდესლიგის 28-ე ტურში სეზონის უმთავრესი დაპირისპირება გაიმართა - "ალიანც არენაზე" ბაიერნმა დორტმუნდს უმასპინძლა და 5:0 გაანადგურა. ამით "რეკორდმაისტერმა" ცხრილში გადაასწრო უშუალო კონკურენტს და 64 ქულით პირველ ადგილზეა, დორტმუნდს ქულით ნაკლები აქვს. 

ბაიერნმა მეტოქეს ბოლო პირველივე ნახევარში მოუღო, როცა 4:0 მოუგო. თითო გოლი გაიტანეს მატს ჰუმელსმა, რობერტ ლევანდოვსკიმ, ხავი მარტინესმა და სერჟ გნაბრიმ. 

89-ე წუთზე ლევანდოვსკიმ დუბლი შეასრულა და მატჩს წერტილი დაუსვა. ეს ამ გუნდების მე-100 შეხვედრა იყო ბუნდესლიგაში. Klassiker-ებში რობერტ ლევანდოვსკის ანგარიშზე უკვე 15 გოლია (14 ბაიერნის, 1 დორტმუნდის მაისურით). მას უკვე 201 გოლი აქვს ბუნდესლიგაში გატანილი. 

ბაიერნი 5:0 დორტუმდი

გოლები: 1:0 ჰუმელსი (10), 2:0 ლევანდოვსკი (17), 3:0 ხავი მარტინესი (41), 4:0 გნაბრი (43), 5:0 ლევანდოვსკი (89)

რობერტ ლევანდოვსკიმ ბუნდესლიგაში 200-ზე მეტი გოლი გაიტანა 

კომენტარები

ბოლო ამბები