Thumbnail

ზიდანის სამიდან სამი 'ბერნაბეუზე' - ბენზემამ თამაში შემოატრიალა

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • რეალი 2:1 ეიბარი 
  • ქარიმ ბენზემას დუბლი

ესპანეთის ლა ლიგის 31-ე ტურში მადრიდის რეალმა ეიბარს უმასპინძლა და 2:1 მოუგო. ზინედინ ზიდანის გუნდი 60 ქულით მესამე ადგილზეა. ეიბარს 39 ქულა აქვს და ცხრილის შუაშია. 

39-ე წუთზე ბასკები კარდონას გოლით დაწინაურდნენ. 59-ე წუთზე მარკო ასენსიომ მარჯვნიდან ჩააწოდა და ქარიმ ბენზემამ თავით სეზონში მე-16 გოლი გაიტანა. 81-ე წუთზე ბენზემამ დუბლი შეასრულა და რეალს 3 ქულა მოუტანა. გოლი დაახლოებით იგივე სიტუაციაში გავიდა, უბრალოდ, მარჯვნიდან ამჯერად, ტონი კროოსმა ჩააწოდა. 

ზინედინ ზიდანმა, რაც რეალში დაბრუნდა, ლა ლიგაში 4-დან 3 მატჩი მოიგო, სამივე "სანტიაგო ბერნაბეუზე" და მხოლოდ "მესტალიაზე" ვალენსიასთან დამარცხდა. 

ზინედინ ზიდანმა რეალი მე-100-ედ გაწვრთნა

რეალი 2:1 ეიბარი 

გოლები: 0:1 კარდონა (39), 1:1 ბენზემა (59), 2:1 ბენზემა (81)

რეალი (4-3-3): ნავასი - ოდრიოზოლა, ვარანი, ნაჩო, რეგილონი - მოდრიჩი (76. ლუკას ვასკეი), ვალვერდე, ისკო (91. ბ. დიასი) - ბეილი (77. კროოსი), ბენზემა, ასენსიო 

კომენტარები

ბოლო ამბები