Thumbnail

'მიყვარს მისი პოტენციალი' - პიტინო ბითაძის არჩევას NBA-ს დრაფტის I წრეში ვარაუდობს

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ბითაძე ცნობილმა სპეციალისტმა შეაქო
  • გოგა ბითაძის სტატისტიკა ევროლიგაზე

გოგა ბითაძის ბუდუჩნოსტი ევროლიგას პანათინაიკოსთან 67:87 მარცხით დაემშვიდობა, გუნდი ბოლოსწინა, მე-15 ადგილზე გავიდა. მიუხედავად, 20-ქულიანი წაგებისა, გოგა ერთ-ერთი საუკეთესო იყო მოედანზე. მან 16 ქულა და 8 მოხსნა მიითვალა. 

რიკ პიტინო პანათინაიკოსს წვრთნის

ბითაძე პანათინაიკოსის მწვრთნელმა ამერიკელმა რიკ პიტინომ შეაქო. 66 წლის პიტინოს NCAA-ს ბევრი გუნდი, ხოლო NBA-ში ნიუ იორკ ნიკსი სა ბოსტონ სელტიკსი გაუწვრთნია. ასე რომ, ჩვენთვის საინტერესოა, რა აზრისაა ის ქართველ კალათბურთელზე:

"ჩვენ ვეთამაშეთ 20 წლის ცენტრს, რომელსაც მალე დრაფტის I წრეში ვიხილავთ. გოგა ბითაძე მაღალი, სწრაფი და მოძრავია, ის შესანიშნავად ისვრის სამიანებს. მიყვარს მისი პოტენციალი", - განაცხადა რიკ პიტინომ. 

დებიუტანტის სუპერსტატისტიკა

გოგამ შესანიშნავად ითამაშა მისთვის სადებიუტო სეზონში ევროლიგაზე. ის ზამთარში შეურთდა ბუდუჩნოსტს, იყო ტრავმაც. ამიტომ 30 ტურიდან ბითაძემ მხოლოდ 13-ში ითამაშა, რის გამოც ქართველი ევროლიგის ინდივიდუალურ სტატისტიკაში ლიდერთა შორის არ არის (სათანადო რაოდენობის მატჩი არ გაუმართავს), თუმცა საშუალოდ ის დაფარებებში პირველი იქნებოდა. 

ბითაძე ევროლიგას 16 ქულითა და 8 მოხსნით დაემშვიდობა

გოგა ბითაძე. ევროლიგა 2018/19

🏀 გოგამ 13 მატჩში (4 სასტარტო) ჯამში 157 ქულა ჩააგდო.

🏀 საშუალო სტატისტიკა: 24.12 წუთი, 12.1 ქულა, 6.4 მოხსნა, 1.2 პასი, 0.5 ჩაჭრა და 2.3 ბლოკი

🏀 2.3 ბლოკი საშუალოდ თამაშში ევროლიგის სეზონში საუკეთესო მაჩვენებელია. 

🏀 6.4 მოხსნა საშუალოდ მე-4 შედეგია ევროლიგაში

🏀 საშუალოდ 16.3 მარგი ქმედების კოეფიციენტი მე-9 შედეგია ევროლიგაში.

🏀 გოგას სეზონის საუკეთესო მაჩვენებლები - 31 მარგი ქმედების კოეფიციენტი (არმანის წინააღმდეგ), 23 ქულა (არმანი), 10 მოხსნა (რეალი), 4 ბლოკი (დარუშაფაკა), 28 წუთი (გრან კანარია). 

კომენტარები

ბოლო ამბები