Thumbnail

ოქროს მედალი ანტალიიდან - ლუკა მაისურაძემ ფინალი იპონით მოიგო

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ლუკა მაისურაძემ ფინალი იპონით მოიგო
  • ანტალიის გრან პრი კვირას დასრულდება

ანტალიის გრან პრის მეორე დღეს ლუკა მაისურაძემ (81კგ) ოქროს მედალი მოიპოვა. მან ფინალში კრისტიან პარლატის (იტალია) იპონით სძლია და ანტალიის გრან პრიზე საქართველოს პირველი ოქროს მედალი მოუტანა. საქართველოს ნაკრებს ანტალიაში ერთი ბრინჯაოსა და ერთი ოქროს მედალი აქვს.

ლუკა მაისურაძემ ანტალიის გრან პრი იპონით მოიგო <3

Posted by სპორტმიამბე • Sportmiambe on შაბათი, 06 აპრილი, 2019

მან პირველ წრეში ჰოლანდიელ ჯიმ ჰეიმანს 31 წამში იპონით მოუგო. ლუკამ მეორე წრის უმძიმეს ბრძოლაში, ბელგიელ მატიას კასეს დამატებით დროში ვაზარით სძლია, რის შემდეგაც უკრაინელი ბოგდან ზუსკო 2 წუთსა და 27 წამში დაამარცხა და მეოთხედფინალში გავიდა, სადაც მას ფრანგი ენტონი ფორტიე შეხვდა, რომელსაც ასევე იპონით სძლია.

ლუკას მეტოქე ნახევარფინალში რუსი ხასან ხალმურზაევი იყო, რომელიც რიოს 2016 წლის ოლიმპიური თამშების გამარჯვებულია. ლუკამ მას ვაზარით აჯობა და ფინალში გავიდა.

კომენტარები

ბოლო ამბები