Thumbnail

რეკორდები სუპერ რაგბის მატჩში - ფოლაუ უკვე ნომერ პირველია

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ბლუზი 32:29 ვარატასი
  • ისრაელ ფოლაუს ყველაზე მეტი ლელო აქვს, ფოლეის 1000 ქულაზე მეტი

სუპერ რაგბის მე-8 რაუნდში ახალზელანდიურ ბლუზს ავსტრალიური ვარატასი ეწვია, მატჩი მასპინძლების გამარჯვებით, 32:29 დასრულდა. შეხვედრაში ორი აღსანიშნავი ფაქტი დაფიქსირდა: ვარატასის მორაგბე, ისრაელ ფოლაუს სუპერ რაგბის ისტორიაში ყველაზე მეტი ლელო დაუგროვდა. მან ბლუზის ყოფილ მორაგბეს, დაგ ჰოულეტს გადაასწრო, რომელსაც 59 ლელო ჰქონდა. აღსანიშნავია, რომ ჰოულეტმა ეს ლელოები სამი გუნდის რიგებში დადო, ხოლო ფოლაუს ყველა ლელო ვარატასის მაისურით აქვს დადებული.

ამ თამაშში ვარატასის მორაგბემ, ბერნარდ ფოლეიმ 1000-ქულიან ნიშნულს გადააბიჯა და სუპერ რაგბის ისტორიაში მეექვსე მორაგბე გახდა, რომელმაც კარიერაში 1000-ქულაზე მეტი დააგროვა.

კომენტარები

ბოლო ამბები