Thumbnail

ტრანსფერი უახლოეს დღეებში - ედენ აზარი მადრიდში ბინას ეძებს

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • რეალი და ჩელსი ბელგიელის ტრანსფერზე პრაქტიკულად შეთანხმდნენ
  • ფეხბურთელი უახლოეს მომავალში მადრიდში ჩავა, რათა ბინა მოძებნოს

მადრიდის რეალი ედენ აზარის გადასაბირებლად, ლონდონის ჩელსისთან მოლაპარაკებას სულ მალე, სავარაუდოდ უახლოეს დღეებში დაასრულებს. როგორც Marca იუწყება, კლუბები ძალიან ახლოს არიან ბელგიელი გარემარბის ტრანსფერზე შეთანხმებასთან, თავად 28 წლის ფეხბურთელს კი რეალთან პირადი, 6-წლიანი კონტრაქტი უკვე შეთანხმებული აქვს და მადრიდში გასამგზავრებლად ემზადება, რათა გაეცნოს ქალაქს და საცხოვრებელი ადგილი შეარჩიოს.

მადრიდის რეალს აზარის შეძენა ჯერ კიდევ ერთი წლის წინ სურდა, მაგრამ მაშინ ინგლისურმა კლუბმა ფეხბურთელში 200 მილიონი ევრო მოითხოვა, რაც მადრიდელებისთვის მეტისმეტად დიდი თანხა აღმოჩნდა. 

მოსალოდნელ ტრანსფერზე კომენტარი მადრიდის რეალის მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა გააკეთა: 

"სეზონი ჯერ არ დასრულებულა და თავს შევიკავებ იმაზე საუბრისგან, რა შეიძლება მოხდეს. მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ ყოველთვის ვაფასებდი ედენს. მასზე თვალი ჯერ კიდევ მაშინ მეჭირა, როდესაც საფრანგეთში გამოდიოდა". 

მეტი ამ თემაზე500 მილიონი ევრო ზიდანს ტრანსფერებში - რეალის სამი მთავარი სამიზნე

Marca უკვე მადრიდის რეალის მომდევნო სამიზნეზეც წერს. წყაროს ცნობით, ედენ აზარის ტრანსფერის დასრულების შემდეგ, სამეფო კლუბი მანჩესტერ იუნაიტედთან ფრანგი ნახევარმცველის პოლ პოგბას გადაბირებაზე დაიწყებს მოლაპარაკებებს.

ედენ აზარის შემდეგ წესით, პოლ პოგბას ჯერი უნდა დადგეს

ედენ აზარი ლონდონის ჩელსიში 2012 წლის ზაფხულში, ლილიდან გადავიდა. მაშინ ტრანსფერის ფასმა 35 მილიონი ევრო შეადგინა.

მიმდინარე სეზონში ბელგიელმა ინგლისის პრემიერლიგის 31 მატჩში ითამაშა, გაიტანა 14 გოლი (4 პენალტიდან) და მიითვალა 12 საგოლე პასი. 

კომენტარები

ბოლო ამბები