Thumbnail

მაისურაძე ფინალშია! ქართველმა რუს ოლიმპიურ ჩემპიონს მოუგო

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ანტალიის გრან პრის მეორე დღეს ტატამიზე 5 ქართველი ძიუდოისტი გავიდა
  • ტურნირზე მედლისთვის ბრძოლას მხოლოდ ერთი ქართველი აგრძელებს

ანტალიის გრან პრის მეორე დღეს საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ტატამიზე 5 ძიუდოისტით წარსდგა, საიდანაც მედლისთვის ბრძოლას მხოლოდ ლუკა მაისურაძე აგრძელებს. მედლები მეორე დღეს 4 წონით კატეგორიაში თამაშდება. ვაჟთა შორის - 73 და 81 კილოგრამები, ხოლო გოგონათა შორის - 63 და 70 კილოგრამები.

სამწუხაროა, რომ ოთხი ძიუდოისტი ტურნირს ნაადრევად დაემშვიდობა: ლაშა გიუნაშვილმა (73კგ), ბექა შავდათუაშვილმა (73კგ) და მარიამ ჭანტურიამ (70კგ) თითო შეხვედრა მოიგეს, რის შემდეგაც მეორე წრეში დამარცხდნენ და ტურნირს გამოეთიშნენ. ვლადიმირ ახალკაცი (81კგ) კი პირველივე შეხვედრაში გერმანელ ძიუდოისტთან დამარცხდა.

ერთადერთი ქართველი ძიუდოისტი, რომელიც მედლისთვის ბრძოლას აგრძელებს, ლუკა მაისურაძეა (81კგ), რომელიც ანტალიის ტურნირის ფინალშია გასული. 

მან პირველ წრეში ჰოლანდილე ჯიმ ჰეიმანს 31 წამში იპონით მოუგო. ლუკამ მეორე წრის უმძიმეს ბრძოლაში, ბელგიელ მატიას კასეს დამატებით დროში ვაზარით სძლია, რის შემდეგაც უკრაინელი ბოგდან ზუსკო 2 წუთსა და 27 წამში დაამარცხა და მეოთხედფინალში გავიდა, სადაც მას ფრანგი ენტონი ფორტიე შეხვდა, რომელსაც ასევე იპონით სძლია.

ლუკას მეტოქე ნახევარფინალში რუსი ხასან ხალმურზაევი იყო, რომელიც რიოს 2016 წლის ოლიმპიური თამშების გამარჯვებულია. ლუკამ მას ვაზარით აჯობა და ფინალში გავიდა, სადაც მისი მეტოქე ახალგაზრდებს შორის მსოფლიოს შარშანდელი ჩემპიონი, იტალიელი კრისტიან პარლატი იქნება

კომენტარები

ბოლო ამბები