Thumbnail

იმედის ფსონი | ვალენსია სტუმრად რაიო ვალეკანოსაც მოუგებს?

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე

ლევან სალუქვაძის საავტორო, ინტერაქტიულ-საქველმოქმედო გადაცემა "იმედის ფსონის" 6 აპრილის გამოშვებაში, ტრადიციულად, 3 ბილეთი შეიქმნა.

დღეს, ლევან სალუქვაძემ 3-მატჩიანი ბილეთი შეადგინა, რომლის ჯამური კოეფიციენტი ევროპაბეთის მიხედვით არის 10,4. მის ბილეთში ყველაზე დიდი კოეფიციენტი ვისლას პიასტთან მინუმუმ 2 გოლის გატანას აქვს - 2,50.

ლევან სალუქვაძე (გადაცემის ავტორი და წამყვანი)

გერმანიაშიც და ევროპალიგაზეც, ძალიან მომწონს აინტრახტი, რომელიც ამჯერად ლამაზ ფეხბურთს თამაშობს, გოლებიც გააქვს და ვფიქრობ, ვერდერსა და გლადბაზე მეტად იმსახურებს ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოხვდრას. შალკე კი წყალწაღებული გუნდია. აქ წინასწარ გამოცხადებულია, რომ გუნდი უნდა დაიშალოს და ახალი შეიქმნას. ასეთ დროს არ მგონია დიდი მოტივაცია ჰქონდეთ. შალკეს შინ 4 მოგება და 8 წაგება აქვს, აინტრახტს კი გასვლაზე - 6 მოგება და 3 წაგება. ვფიქრობ, აინტრახი ამ თამაშში მოიგებს, მაგრამ მაინც ვამჯობინე, რომ მისი მინუმუმ ორი გოლი დამეწერ - მატჩი ფრედ 2:2 რომც დასრულდეს, მაწყობს.

ვალენსიამ ორიოდე დღის წინაც რეალს აჯობა და აღარავისთან აგებს. მანამდე სევილიას მოუგო პრინციპული დაპირისპირება გასვლაზე. ვალენსია, რომელსაც ერთი ქულით ხეტაფე უსწრებს, მართალია, ევროპალიგაზეც შემორჩენილია, მაგრამ ვფიქრობ, მისთვის გაცილებით რთულია ევროპალიგის მოგება, ვიდრე ჩემპიონატში "ვინმე" ხეტაფეს გადასწრება. ვალენსიას გავარდნილ რაიო ვალეკანოსთან სტუმრად ქულების დაკარგვა არაფერში სჭირდება და ალბათ, გააგრძელებს წარმატებით გამოსვლას.

პოლონეთში ვისლას გატანილი აქვს 52 გოლი და არის მერვე ადგილზე. პირველ ადგილზე მყოფ ლეხიას 42 აქვს, მეორე ლეგიას - 43, ზაგლებეს - 45, მაგრამ 52 არავის გაუტანია. ვისლა ახლა შინ პიასტს ეთამაშება - გუნდს, რომელსაც ლიდერებს შორის ყველაზე მეტი გოლი აქვს გაშვებული სტუმრად - 21. ახლა ვისლას მოგება სურს, პაისტს კი ქულები ისე არ სჭირდება და ვფიქრობ, რომც ვერ მოიგოს, ვისლა ორ გოლს მაინც გაიტანს.

გადაცემის სტუმარი ცნობილი ექიმი, კინომსახიობი, რადიო და ტელეწამყვანი ოთარ ტატიშვილი იყო. მისი ბილეთი ხუთი პოზიციისგან შედგება, ჯამური კოეფიციენტი კი ევროპაბეთის მიხედვით 11,0-ია. ოთარის ბილეთში ყველაზე მაღალი კოეფიციენტი უტრეხტის სტუმრად დე ჰააგთან მოგებას აქვს.

მაყურებლის ბილეთი ექვსი მატჩისგან შედგება, ჯამური კოეფიციენტი კი, ევროპაბეთის მიხედვით, 15,7 გახლავთ.

 

კომენტარები

ბოლო ამბები