Thumbnail

დიდი 10-დან PRO D2-ში - ჟორჟ სალდაძის ერთწლიანი კონტრაქტი

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ქართველმა ბურჯმა კონტრაქტი ბეზიესთან გააფორმა
  • სალდაძე მომავალ სეზონში PRO D2-ში ითამაშებს

საქართველო XV-ისა და ქუთაისის აიას ბურჯი, ჟორჟ სალდაძე მომავალი სეზონიდან დიდ 10-ს დატოვებს და კარიერას PRO D2-ის კლუბ ბეზიეში გააგრძელებს. ქართველი მორაგბე ბესიკ ხამაშურიძემ ზაფხულის თასის დროს გამოიძახა და მან რამდენიმე მატჩშიც მიიღო მონაწილეობა. სალდაძე შარშან აიასთან ერთად საქართველოს ვიცე-ჩემპიონიც გახდა. ქუთაისელებმა ფინალი თბილისის ლოკომოტივთან წააგეს.

ქართველმა მორაგბემ ფრანგულ ბეზიესთან 1+1 კონტრაქტი გააფორმა. იმ შემთხვევაში, თუ ორივე მხარე კმაყოფილი იქნება, ქართველი მორაგბე ფრანგულ გუნდში კიდევ ერთი სეზონით დარჩება. ბეზიე მიმდინარე სეზონში მე-6 ადგილზეა და PRO D2-ის საპლეიოფო ექვსეულში შესასვლელად იბრძვის, რათა TOP 14-ში გადასასვლელად იბრძოლოს.

კომენტარები

ბოლო ამბები