Thumbnail

40 მილიონი მარსელს - ტოვენის შეძენა სამ იტალიურ კლუბს სურს

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • მოქმედი მსოფლიოს ჩემპიონი მარსელს ზაფხულში დატოვებს
  • მისი შეძენა იტალიური ფეხბურთის გრანდებს სურთ

ფრანგული გამოცემა ეკიპის ინფორმაციით, საფრანგეთის ნაკრებისა და მარსელის შემტევი, ფლორიან ტოვენი ფრანგულ კლუბს ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს დატოვებს. მოქმედი მსოფლიოს ჩემპიონის შეძენა სამ იტალიურ კლუბს სურს: მილანს, ინტერსა და ნაპოლის. ყველაზე მეტად ამ ფეხბურთელის ტრანსფერით სწორედ ეს გუნდები არიან დაინტერესებულნი.

იტალიურ კლუბებს 26 წლის ფეხბურთელის შეძენა 40 მილიონი ევრო დაუჯდებათ. ყველა გუნდი ტოვენს კონკრეტული მოთამაშის შემცვლელად მოიაზრებს. ნაპოლიში ტოვენს კალეხონის შემცვლელად მოიაზრებენ, ინტერში - პერიშიჩის, ხოლო მილანში სუსოს შემცვლელად.

ტოვენი მიმდინარე სეზონში კარგად თამაშობს. მას ყველა ტურნირზე გამართულ 31 მატჩში 15 გოლი და 9 საგოლე გადაცემა დაუგროვდა. ფლორიანმა ლიგა ერთის ბოლო სამ სეზონში 50 გოლის გატანა შეძლო.

კომენტარები

ბოლო ამბები