Thumbnail
  • Petitbleu.fr: თამაზ მჭედლიძემ რუანთან კონტრაქტი გააფორმა
  • ფრანგული მედიის ინფორმაციით, ქართველი მორაგბე ამბიციურ კლუბში გადადის

ფრანგული ვებგვერდის Petitbleu.fr-ის ინფორმაციით, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების წევრი, თამაზ მჭედლიძე სეზონის დასრულების შემდეგ აჟენს დატოვებს და ნორმანდიაში გადავა, სადაც რუანს შეუერთდება. თაზომ ჩვენთან საუბარში აღნიშნა, რომ რუანი ამბიციური გუნდია და იმ შემთხვევაში, თუ კლუბი PRO D2-ის საგზურს მოიპოვებს, კონტრაქტი ამოქმედდება.

რუანის მთავარი მიზანი მომდევნო სეზონში TOP 14-ის საგზურის მოპოვება იქნება. გუნდი მიმდინარე სეზონში ფედერალ 1-ში თამაშობს და 20-დან 20 მატჩი აქვს მოგებული. კლუბი ყველა გუნდს მარტივად უგებს და დიდი ალბათობით, PRO D2-შიც აღზევდება.

თაზო დიდი პროექტის ნაწილი გახდება, რომელსაც რუანის ხელმძღვანელები ახორციელებენ. კონტრაქტის მიხედვით, მჭედლიძე კლუბში ორი წლით დარჩება. რუანს დიდი მიზნები და სერიოზული რესურსები გააჩნია და იქ ქართველი მორაგბის დიდი იმედი აქვთ.

თამაზ მჭედლიძე: 'ახალ გუნდთან ორწლიან კონტრაქტს მოვაწერე ხელი. თუ PRO D2-ში ამოვლენ, კონტრაქტი ძალაში შევა. ვიყავი ჩასული რუანში, ძალიან კარგ გუნდს აკეთებენ, დიდი მიზნები აქვთ და სიტუაციაც ძალიან მომეწონა.'

კომენტარები

ბოლო ამბები