Thumbnail

ლევან საგინაშვილმა პირველი მეტოქე 6:0 დაამარცხა! ქართველი ჰალკი ნახევარფინალშია

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • ქართველი მკლავჭიდელი კარიერის უმნიშვნელოვანეს ტურნირში მონაწილეობს
  • მეოთხედფინალური ორთაბრძოლა მოგებულია, წინ ნახევარფინალია

ქართველი მკლავჭიდელი ლევან საგინაშვილი კარიერის უმნიშვნელოვანეს ტურნირში მონაწილეობს. 'ქართველმა ჰალკმა' 2019 წელს ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონატებზე თქვა უარი და მსოფლიოს ტოპ 8 მკლავჭიდელის ტურნირისთვის მოემზადა. ჩემპიონატი სამ ეტაპად ჩატარდება, პირველი ეტაპი კი მალაიზიაში გაიმართა.

ტურნირის ფორმატი მარტივია: მსოფლიოს 8 საუკეთესო მკლავჭიდელმა მეოთხედფინალის, ნახევარფინალის და ფინალის გზით უნდა გამოავლინონ პლანეტის უძლიერესი მკლავჭიდელი. მეორე ეტაპზე, გამარჯვებულები ფინალის საგზურისთვის იბრძოლებენ, დამარცხებულებს კი თავიანთი ნახევარფინალები ექნებათ, მათი მიზანი კი უკვე მე-5 ადგილის დაკავებაა.

თითოეული ადგილი მნიშვნელოვანია, რადგან პოზიციების მიხედვით საპრიზო თანხებია დაწესებული. მაგალითად, ჩემპიონი 50 000 აშშ დოლარს იგებს, ხოლო ბოლოადგილოსანი 5 000 აშშ დოლარს დასჯერდება.

ლევან საგინაშვილი მეოთხედფინალში ამერიკელ მკლავჭიდელ ტიმ ბრესნანს შეხვდა და 6:0 დაამარცხა. შესაბამისად, ქართველი ნახევარფინალშია და აგრძელებს ბრძოლას ჩემპიონობისთვის. მისი მომდევნო მეტოქე რუსი ვიტალი ლალეტინი იქნება. 

📺 ვიდეო: ლევან საგინაშვილი V ტიმ ბრესნანი

 

კომენტარები

ბოლო ამბები