Thumbnail

ანტალიის გრან პრი | ბაგრატ ნინიაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • გრან პრის პირველ დღეს ტატამზე 8 ქართველი ძიუდოისტი გავიდა
  • წარმატებას მხოლოდ ერთმა მიაღწია და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

ანტალიის გრან პრის პირველ დღეს საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ტატამიზე 8 ძიუდოისტით წარსდგა, თუმცა მედალი მხოლოდ ბაგრატ ნინიაშვილმა მოიპოვა.

-66 კგ. წონით კატეგორიაში ბაგრატ ნინიაშვილმა ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში რუსი მეტოქე, აბდულა აბდულჟალილოვი შიდოებით დაამარცხა, მეტოქემ სამი გაფრთხილება მიიღო. 

ბაგრატ ნინიაშვილმა ანტალიის გრან პრი მასპინძელი ბერკინ ოზქანის დამარცხებით დაიწყო, რის შემდეგაც ბრაზილიელ შარლეს ჩიბანას ვაზარით აჯობა და მეოთხედფინალში გავიდა, სადაც პორტუგალიელ ჟოაო კრისოსტომოს შეხვდა და მეტოქეს იპონით სძლია. სამწუხაროდ, ნინიაშვილი ნახევარფინალში რუს პულიაევთან დამარცხდა.  

კომენტარები

ბოლო ამბები