Thumbnail
  • გრან პრის პირველ დღეს ტატამიზე 8 ქართველი ძიუდოისტი გავიდა
  • მედლისთვის ბრძოლას მხოლოდ ერთი სპორტსმენი აგრძელებს

ანტალიის გრან პრის პირველ დღეს საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ტატამიზე 8 ძიუდოისტით წარსდგა, საიდანაც მედლისთვის ბრძოლას მხოლოდ ბაგრატ ნინიაშვილი აგრძელებს. მედლები პირველ დღეს 5 წონით კატეგორიაში თამაშდება. ვაჟთა შორის - 60 და 66 კილოგრამები, ხოლო გოგონათა შორის - 48, 52 და 57 კილოგრამები.

სამწუხაროა, რომ 60 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში ჯაბა პაპინაშვილმა და ირაკლი კუპატაძემ პირველივე ბრძოლები დათმეს. გოგონათა შორის პირველივე ბრძოლები წააგეს: ნატალია ყიფშიძემ (48კგ), ტატიანა შუკვანმა (52კგ), ეთერ ლიპარტელიანმა (57კგ) და მარიამ ჯანაშვილმა (57კგ).

66 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში ვანო მახათაძემ ზედიზედ სამი ბრძოლის მოგება მოახერხა და მეოთხედფინალში მოლდოველ დენის ვიერუსთან ბრძოლა იპონით დათმო, რის შემდეგაც რეპეშაჟში რუსეთის წარმომადგენელს, აბდულა აბდულჟალილოვს დაუპირისპირდა, რომელთანაც წუთსა და 47 წამში წააგო და მედლისთვის ბრძოლას გამოეთიშა.

ბაგრატ ნინიაშვილმა (66კგ) ანტალიის გრან პრი მასპინძელი ბერკინ ოზქანის დამარცხებით დაიწყო, რის შემდეგაც ბრაზილიელ შარლეს ჩიბანას ვაზარით აჯობა და მეოთხედფინალში გავიდა, სადაც პორტუგალიელ ჟოაო კრისოსტომოს შეხვდა და მეტოქეს იპონით სძლია. სამწუხაროდ, ნინიაშვილი ნახევარფინალში რუს პულიაევთან დამარცხდა და ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს. მისი მეტოქე კიდევ ერთი რუსი, აბდულა აბდულჟალილოვი იქნება.

კომენტარები

ბოლო ამბები